Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 114

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 114. გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მოწმის წარმომადგენლობა და დაცვამკვლელობა და სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებისხეულის დაზიანება და ცემამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებისატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²345678910111213141516

1.გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ: ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს; ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; გ) არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს; დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

2.ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. ამავე უფლებით სარგებლობს დაცვის მხარე ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2¹.დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ პირს დააკმაყოფილებდა, რათა მას დაესკვნა აღნიშნული პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია, ამასთანავე, ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს.

2².ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული დაცვის მხარის უფლება არ ვრცელდება: ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე/მის ზემდგომ თანამდებობის პირზე, განხორციელებულ/განსახორციელებელ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე/მის ზემდგომ თანამდებობის პირზე/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებაში ჩართულ პირზე, განხორციელებულ/განსახორციელებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით; გ) პროკურორზე, გამომძიებელზე, მათ ზემდგომ თანამდებობის პირზე, ამ კოდექსით განხორციელებულ/განსახორციელებელ მოქმედებასთან დაკავშირებით.

3.ამ მუხლით დადგენილი წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს წესი არ მოქმედებს ამ მუხლის მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. პროკურორი უფლებამოსილია მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით თავად მიმართოს ან შუამდგომლობით მიმართვა გამომძიებელს დაავალოს.

5.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარე შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით. შუამდგომლობაში აღინიშნება მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის მოწმედ დაკითხვის საფუძველი. ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარის შუამდგომლობა ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ გამოსაკითხი პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა მნიშვნელოვანია.

6.მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში. დაუშვებელია მოწმის ღამით დაკითხვა. დაწყებული დაკითხვა ღამის დადგომისთანავე უნდა შეწყდეს და მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.

7.შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მას დაკითხვის ინიციატორ მხარეს უგზავნის/გადასცემს. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 24 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება საჩივრის ავტორს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მაგისტრატ მოსამართლეს. ამ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ მაგისტრატი მოსამართლისთვის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მოწმედ დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, ზუსტი დრო, როდესაც ის უნდა გამოცხადდეს, აგრეთვე რა შედეგები მოჰყვება არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი წესი. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით დადგენილი ვადები არ გამოიყენება. მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს მისი მიყვანისთანავე, გონივრულ  ვადაში.  დაკითხვის  ინიციატორი  მხარე უფლებამოსილია მოწმედ დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა.

9.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით, მე-2 და 2 1 ნაწილებითა და მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მოწმედ დაკითხვა მხარეთა მონაწილეობით მიმდინარეობს. დაკითხვის ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დაკითხვა ჩატარდეს მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.

10.(ამოღებულია - 20.03.2020, №5862). .

11.მოწმეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

12.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს დახურულ სასამართლო სხდომაზე, ამ კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი წესით. პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვისას არ მოქმედებს ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.

13.მოწმის დაკითხვის დასრულებისთანავე მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების დაკითხვის ინიციატორი მხარისთვის როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით გადაცემას.

14.მხარე უფლებამოსილია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ეს პირი მოწმედ კანონის არსებითი დარღვევით დაიკითხა.

15.გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაიკითხოს პირი, თუ: ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.

16.ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ბრალდებულზე. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება №2/12/1237 – ვებგვერდი, 29.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 20 მარტის კანონი №5862 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

წინა მუხლი 113შემდეგი მუხლი 115

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში (მუხლი 111)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუქარა (მუხლი 151) - ადვოკატი საქართველოში6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა (მუხლი 276)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოწმეზე ზემოქმედება (მუხლი 372) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 115მუხლი 149მუხლი 7სისხლის სამართლის … 7

მიუთითებენ მასზე

არასრულწლოვანთა მა… 52მუხლი 64მუხლი 118მუხლი 243მუხლი 330

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 118მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
  • 113გამოკითხვის წესი
  • 243გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოკვლევა, მოწმის დისტანციური დაკითხვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 147მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე
  • 148მოწმის დაკითხვა
  • 140მოწმის გამოძახება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁰სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 9¹პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა
  • 7უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

პოლიციის შესახებ

  • 19პირის გამოკითხვა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 52არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3621¹¹⁰147148140118243115149764330113752114
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026