საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 399. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც დაიწყო გამოძიება.

2.საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების) ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში.

3.საჩივარს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 238-ე–242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც დაიწყო გამოძიება. 2. საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების) ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში. 3. საჩივარს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 238-ე–242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    399-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    399-ე მუხლის მე-2 ნაწილში საქმის შეწყვეტის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა 7-დან 15 დღე-ღამემდე გაიზარდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
431242732712822421061071684382399
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…