საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 242. გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება; ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი).

2.ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს.

3.ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს.

4.საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში.

5.საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც საჩივარი განიხილება 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით.

7.განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან.

8.სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება; ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (73-ე მუხლი). 2. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენლებს. 3. ამ მუხლით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეს უფლება აქვს გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივრით მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ, რაც ეს საჩივარი უარყო პროკურორმა, ანდა უშუალოდ სასამართლოს. 4. საჩივარს განიხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით. საჩივარი შეიტანება არა უგვიანეს 15 დღისა მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც მას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მისი აღდგენა შეუძლია სასამართლოს. მიღებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს 15 დღის ვადაში. 5. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე აუქმებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის პროკურორს საქმეზე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სადაც საჩივარი განიხილება 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. განმცხადებელი თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. 8. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    242-ე მუხლს დაემატა მე-8 ნაწილი, რომელიც სასამართლოს აძლევს უფლებას საჩივრები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს და ზეპირი მოსმენისას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ავალდებულებს მოსამართლეს.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    242-ე მუხლის პირველ ნაწილში გასაჩივრების საფუძველი ახლა უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შეერთებით ჩამოყალიბდა და „ბ“ ქვეპუნქტს 73-ე მუხლის მითითება დაემატა.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    242-ე მუხლის პირველ პუნქტში სასამართლოში გასაჩივრებადი დადგენილებების ჩამონათვალი ორ ქვეპუნქტამდე შემცირდა, მე-3 პუნქტიდან ამოღებულია მომკვლევი, ხოლო მე-5 პუნქტში მოსამართლის უფლებამოსილება ახლებურად განისაზღვრა.

  4. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    242-ე მუხლის მე-6 ნაწილით მე-5 ნაწილის დადგენილების გასაჩივრების ინსტანცია გახდა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის ნაცვლად; 10 და 15 დღის ვადები უცვლელია.

  5. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2001

    242-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის დადგენილების გასაჩივრების შესახებ; მე-3 ნაწილიდან ამოღებულია 239-ე მუხლის ვადის გასვლისა და პროკურორის უპასუხობის პირობა.

  6. მე-4 ნაწილში დაწესდა საჩივრის სასამართლოში განხილვის 15-დღიანი ვადა; მე-6 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა — დადგენილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე, ხოლო საკასაციო პალატა საჩივარს 15 დღეში განიხილავს.

  7. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    242-ე მუხლში სასამართლოში გასაჩივრებადი დადგენილებების ნუსხიდან ამოღებულია ქონებაზე ყადაღის დადგენილება და დარჩა მხოლოდ აღძვრაზე უარისა და საქმის შეწყვეტის დადგენილება. მე-5 ნაწილი ამ ცვლილებას მიესადაგა, ხოლო ახალი მე-6 ნაწილით მოსამართლის დადგენილება საჩივრდება უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში.

  8. 242-ე მუხლი გადაკეთდა: პირველ პუნქტში პირდაპირ ჩამოყალიბდა სასამართლოში გასაჩივრებადი მოქმედებები და გადაწყვეტილებები; მე-4 და ყოფილი მე-6 პუნქტები ამოღებულია, მუხლი გადანომრილია, ხოლო ბოლო პუნქტში განმცხადებელი ბაჟისგან თავისუფლდება უპირობოდ.

  9. ძველი მე-8 პუნქტის (სრული ან ნაწილობრივი უარყოფა, მოქმედების იურიდიული მნიშვნელობის არმქონედ და მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა) და სააპელაციო გასაჩივრების ძველი ტექსტის ნაცვლად მოქმედებს ახალი მე-7 პუნქტი. იგი განსაზღვრავს დადგენილების შინაარსს: ყადაღის, საქმის აღძვრაზე უარის და საქმის შეწყვეტის დადგენილებათა გაუქმებას და პროკურორისთვის მასალების ან საქმის გაგზავნას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43280363²⁴363⁶2439995661065649605488242
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საჯარო შესყიდვების შეს…პოლიციის შესახებ