საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 410. საბრალდებო დასკვნის დანართი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, რომელიც უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან – ბრალდების დამადასტურებელ პირთა და ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა სიისაგან.

2.საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ, პატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.

3.სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სიაში მითითებული უნდა იყოს მათი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე საქმის ფურცლები, სადაც ჩამოყალიბებულია მათი ჩვენებები ან დასკვნები.

4.(ამოღებულია). საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, რომელიც უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან – ბრალდების დამადასტურებელ პირთა და ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა სიისაგან. 2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ, პატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ. 3. სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სიაში მითითებული უნდა იყოს მათი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე საქმის ფურცლები, სადაც ჩამოყალიბებულია მათი ჩვენებები ან დასკვნები. 4. (ამოღებულია). საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 1 თებ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    410-ე მუხლის მე-2 ნაწილში საბრალდებო დასკვნასთან დასართავ ცნობებში საპროცესო კონფისკაცია შეიცვალა ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებით.

  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    410-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ ცნობებში დროის მითითება ახლა მხოლოდ პატიმრობაში ყოფნას ეხება.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    410-ე მუხლიდან ამოღებულია მე-4 პუნქტი, რომელიც პროკურორს აძლევდა გამოსაძახებელ პირთა სიის შეცვლის უფლებას.

  4. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    410-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბრალდებო დასკვნაზე დასართავი ცნობები ახლა მოიცავს სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველყოფის ზომებსაც.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2121⁸⁷21¹⁰⁸23838924916927327475⁵⁵17 (დ…36410
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის საერ…