საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი.

2.თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას.

3.თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის.

4.თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე.

5.თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი. 2. თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. 3. თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის. 4. თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე. 5. თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2102122385323332¹6113357637437
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …