საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 46. სასამართლოს უფლებამოსილება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

2.(ამოღებულია).

3.რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით ასევე განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კოდექსით დადგენილი წესით წყვეტს განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ასევე ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

4.სააპელაციო საჩივარს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

5.საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, განჩინებასა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

6.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

8.სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. 2. (ამოღებულია). 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებს კანონით დადგენილი განსჯადობის შესაბამისად. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით ასევე განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კოდექსით დადგენილი წესით წყვეტს განსასჯელის სამართალში მიცემის საკითხს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ასევე ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. 4. სააპელაციო საჩივარს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. 5. საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, განჩინებასა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. 6. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს საჩივრებსა და წარდგინებებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, განჩინებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 8. სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება: ბრძანების გაცემა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ შემდეგ საპროცესო მოქმედებათა შესახებ: ბრალდებულის დაპატიმრება და პატიმრობის ვადის გაგრძელება; ბრალდებულის მიმართ სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება; სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის პირის მოთავსება; საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე და საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება; ჩხრეკა და ამოღება; საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ; ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, თანამდებობიდან (სამუშაოდან) მათი გადაყენება, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №68 · ძალაშია 20 დეკ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    მე-3 ნაწილში სამართალში მიცემის საკითხი ეხება განსასჯელს და არა ბრალდებულს.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    46-ე მუხლში ამოღებულია უზენაესი სასამართლოს კოლეგიის პირველი ინსტანციის განსჯადობა (მე-2 ნაწილი) და სხვა ნაწილებში სასამართლოთა სახელები ზოგადი ფორმულირებით ჩანაცვლდა; მე-5 ნაწილიდან უზენაესი სასამართლოს კოლეგიის აქტებზე საკასაციო განხილვა ამოღებულია.

  3. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    46-ე მუხლში შემოვიდა მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით შუამდგომლობების განსახილველად (პ. 1 და 3), რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილება ახლებურად განისაზღვრა, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განმხილველად (პ. 4 და 5) დასახელდა სააპელაციო სასამართლო საოლქო სასამართლოებისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ნაცვლად.

  4. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    46-ე მუხლის მე-7 ნაწილში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საჩივრებს განიხილავს მხოლოდ საზედამხედველო პალატა და არა პლენუმი.

  5. 46-ე მუხლის მე-7 ნაწილში გადასინჯვის საჩივრების განმხილველი პალატის დასახელება შეიცვალა — ახლა ეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაა.

  6. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილში სააპელაციო საჩივრის საგანი შეიზღუდა განაჩენითა და სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილებებით, ხოლო განმხილველი ორგანოების ჩამონათვალი ახლებურადაა დალაგებული: ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები.

  7. მე-3 და მე-5 პუნქტებში დაზუსტდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის დასახელება და გადაწყვეტილებათა მრავლობითი რიცხვი, ხოლო მე-6 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა მე-7 და მე-8 პუნქტები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5621¹⁰⁵200132520222129282446
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…