საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 47. საქმის ერთპიროვნულად და კოლეგიურად განხილვა სასამართლოში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მაგისტრატი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებასა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მაგისტრატ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის; ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.

2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

3.ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეს მისცეს შესაძლებლობა, წერილობით წარმოადგინოს მოსაზრებები სასამართლოში მხარის მიერ განსახილველად შეტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2260 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.304

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მაგისტრატი მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებასა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მაგისტრატ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის; ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. 3. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია მხარეს მისცეს შესაძლებლობა, წერილობით წარმოადგინოს მოსაზრებები სასამართლოში მხარის მიერ განსახილველად შეტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2260 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.304

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №95 · ძალაშია 8 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას მხარეს შუამდგომლობაზე წერილობითი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    47-ე მუხლში მე-2 და მე-3 ნაწილებში კონკრეტული სასამართლოების ჩამონათვალი ზოგადი ფორმულირებით შეიცვალა; მე-4 ნაწილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობას აწესრიგებდა, ამოღებულია.

  3. 47-ე მუხლის პირველ პუნქტში დანაშაულის კატეგორიაზე დამყარებული განსჯადობის წესი შეიცვალა: მაგისტრატ მოსამართლეს, საკმარისი მოსამართლეების არსებობისას, ენიჭება უფლება დაადგინოს საქმის სამი მოსამართლით კოლეგიური განხილვა ორი საფუძვლით — სასამართლო პრაქტიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ან განსაკუთრებული სირთულე.

  4. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    47-ე მუხლში გამოიყო მაგისტრატის ერთპიროვნული კომპეტენცია და დანაშაულის კატეგორიის მიხედვით დადგინდა განხილვის შემადგენლობა (პ. 1), ხოლო სააპელაციო ინსტანციის კოლეგიური და საგამოძიებო კოლეგიის ერთპიროვნული განხილვა სააპელაციო სასამართლოზე გადავიდა (პ. 2).

  5. 47-ე მუხლის პირველ ნაწილში სასჯელის ზომაზე დამყარებული გამიჯვნა (ერთპიროვნული ან მსაჯულებით კოლეგიური განხილვა) შეიცვალა წესით, რომლის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ყველაფერს მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს.

  6. 47-ე მუხლის მე-4 ნაწილში მსაჯულთა რაოდენობა „ორიდან ექვსამდე“-ის ნაცვლად განისაზღვრა ორით; მე-5–მე-7 ნაწილების ძველი ტექსტი ახალ რედაქციაში არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
626326252722202972430291747
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…