საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 529. სააპელაციო საჩივარი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება: ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

2.სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს.

3.თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4.აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

5.მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.

6.სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება: ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები. 2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს. 3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 4. აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება. 5. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის. 6. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    529-ე მუხლში საჩივარს დასაბუთებულობა მოეთხოვება, დაზუსტდა მისამართის მითითება და დაემატა მე-6 ნაწილი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    529-ე მუხლში დაემატა აპელანტის უფლება, სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლამდე გაითხოვოს სააპელაციო საჩივარი, განმეორებითი შეტანისა და განჩინების გასაჩივრების აკრძალვით.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    პირველ ნაწილში ამოღებულია საჩივრის შესაგებლის კრიტიკის მითითება; დაემატა გამოსაძახებელ პირთა სიის დართვის წესი და ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა, ამოღებულია ვადის გასვლის მითითება და ნაწილები გადანომრილია.

  4. 529-ე მუხლში დაემატა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგი: საჩივარი არ განიხილება, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის, ხოლო უარის თქმის განჩინება საბოლოოა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁶21¹²⁶21¹³⁰281²281³368363²⁴38929329529282529
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი