საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.

2.მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.

3.მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.

4.აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას.

5.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით.

6.მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე იხილება მისი მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული. 2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს. 3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით. 4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას. 5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით. 6. მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე იხილება მისი მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №98 · ძალაშია 1 თებ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009
  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    533-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი, რომელიც მე-4 და მე-5 ნაწილების წესს გამორიცხავს დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის საქმეებისთვის.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    533-ე მუხლში „მსჯავრდებული“ შეიცვალა „განსასჯელით“, შეიზღუდა მტკიცებულებათა გამოკვლევა სააპელაციო ინსტანციაში და მოწმის დამატებითი დაკითხვა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26338321737327⁶29731411575⁶¹245314533
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…საერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…