Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 88

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 88. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

2.წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი გამოთქვამს თანხმობას კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე და მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას მიზანშეწონილად მიიჩნევს წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება.

3.უმაღლესი საბჭოს ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს.

4.უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება.

5.ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს იმ დადგენილებების პროექტებზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოს წარედგინება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს   ბიუროს. 2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი გამოთქვამს თანხმობას კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე და მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას მიზანშეწონილად მიიჩნევს წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება. 3. უმაღლესი საბჭოს ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს. 4. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება. 5. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს იმ დადგენილებების პროექტებზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოს წარედგინება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 19 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 87შემდეგი მუხლი 89

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2024
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 91კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 85კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 99წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, დადგენილებების პროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების
  • 102კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 107კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 18 (დანართი 1)კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
  • 7 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18 (დ…7 (და…20¹7671729185969910210788
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026