Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 607

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 607. განაჩენის აღსრულების გადავადება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 283. განაჩენის აღსრულების გადავადება
თემები:ოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულებიწინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე; გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება; დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

2.ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.

3.სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

4.განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის, ახლო ნათესავის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე; გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება; დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. 2. ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით. 3. სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. 4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის, ახლო ნათესავის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №97 · ძალაშია 4 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 იან. 2010· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009
  2. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    607-ე მუხლის პირველ ნაწილში გადავადება ეფუძნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, გადავადების აქტის დასახელების რიგი შეიცვალა, ხოლო „ა“ ქვეპუნქტიდან ფსიქიკური დაავადება ამოღებულია.

  3. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    607-ე მუხლის მე-4 ნაწილში გადავადების შუამდგომლობის სუბიექტთა წრიდან პროკურორი ამოღებულია და დაემატა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

  4. 10 იან. 2006· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    607-ე მუხლის პირველ ნაწილში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების გადავადების საფუძვლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გვერდით დაემატა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა; სიტყვა „სასამართლომ“ წინადადებაში გადაინაცვლა.

  5. 14 მაი. 1999

    607-ე მუხლი ახლა შეეხება ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებას, იძულებით სამედიცინო ღონისძიებას და დამატებითი სასჯელისგან განთავისუფლებას; გადავადების ნორმები ამ მუხლში აღარ არის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 606¹შემდეგი მუხლი 608

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის გადაუხდელობა / გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (მუხლი 381)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევა - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 5 ცვლილება · ბოლო 21 დეკ. 2009
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 283განაჩენის აღსრულების გადავადება
  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
  • 280განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 75სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისათვის
  • 50ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
  • 74სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 263გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა
  • 268დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები
  • 216საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 51სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა
  • 33გადავადებული ექსტრადიცია და დროებითი გადაცემა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 40გადაცემის გადავადება ან დროებითი გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
755074263268216283283¹280513340607
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…ხელშეკრულება საქართველ…