საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 679¹⁷. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას არ გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.

2.იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამომძიებელი აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს), აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას საქმის მასალების გაცნობის თაობაზე. საქმის გაცნობის, საქმის წარმოების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

3.პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და შუამდგომლობების განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.

4.გამომძიებელი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილებას საქმის მასალებთან ერთად დასამტკიცებლად გადასცემს პროკურორს. პროკურორი საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კოდექსის 679 16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შესახებ; ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების თაობაზე; გ) გამომძიებლის დადგენილების დამტკიცებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ.

5.სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას არ გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე. 2. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამომძიებელი აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს), აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას საქმის მასალების გაცნობის თაობაზე. საქმის გაცნობის, საქმის წარმოების შესავსებად შუამდგომლობის განცხადებისა და მისი განხილვის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით. 3. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობისა და შუამდგომლობების განხილვის შემდეგ გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე. 4. გამომძიებელი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე დადგენილებას საქმის მასალებთან ერთად დასამტკიცებლად გადასცემს პროკურორს. პროკურორი საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კოდექსის 679 16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შესახებ; ბ) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების თაობაზე; გ) გამომძიებლის დადგენილების დამტკიცებისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის შესახებ. 5. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 21 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 21 აგვ. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107¹107²76¹679¹⁶32710632538396446679¹⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის სფერ…ამნისტიის შესახებ