1.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს:
ა) ბრალდებულის (განსასჯელის) სახელი, გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;
ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა;
ვ) მითითება ამ კოდექსის 679
1
მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლით გათვალისწინებული მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.
2.ბრალდებულის (განსასჯელის) წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული (განსასჯელი) და მისი დამცველი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თანხმობა ბრალდებულმა (განსასჯელმა) ნებაყოფლობით განაცხადა დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთანავე, ბრალდებული (განსასჯელი) სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.თუ პროკურორი და ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი შეთანხმდებიან თანამშრომლობის შესახებ, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი და ბრალდებული (განსასჯელი).
3¹.თუ შეთანხმება ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას, მასში უნდა აღინიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
3².ამ მუხლის 3
1
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა დაერთოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა შეთანხმებაში მითითებული პირობების შესაბამისად ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის თაობაზე.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მასზე ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, გარდა ამ კოდექსის 679
1
მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს:ა) ბრალდებულის (განსასჯელის) სახელი, გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა;ვ) მითითება ამ კოდექსის 6791მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლით გათვალისწინებული მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.2. ბრალდებულის (განსასჯელის) წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული (განსასჯელი) და მისი დამცველი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თანხმობა ბრალდებულმა (განსასჯელმა) ნებაყოფლობით განაცხადა დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთანავე, ბრალდებული (განსასჯელი) სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.3. თუ პროკურორი და ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი შეთანხმდებიან თანამშრომლობის შესახებ, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის (განსასჯელის) დამცველი და ბრალდებული (განსასჯელი).31. თუ შეთანხმება ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას, მასში უნდა აღინიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.32. ამ მუხლის 31ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა დაერთოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა შეთანხმებაში მითითებული პირობების შესაბამისად ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის თაობაზე.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მასზე ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, გარდა ამ კოდექსის 6791მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №88 · ძალაშია 13 იან. 2009-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
679² მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში გაფრთხილების მითითება გადატანილია 679¹ მუხლის მე-11 ნაწილიდან მე-8 ნაწილზე და დაზუსტდა ფორმულირება.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში ბრალდებულის გვერდით დაემატა განსასჯელი, „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ჯარიმის ოდენობის მითითება, ხოლო მე-2 ნაწილიდან ამოღებულია კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა. მე-4 ნაწილით თანამშრომლობის შუამდგომლობა საჯაროა, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნაწილის გარდა.
679² მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც მოითხოვს მითითებას 679¹ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ გაფრთხილებაზე ან გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…