საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 679¹. საპროცესო შეთანხმების არსი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება.

2.სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.

3.ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს.

4.საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

5.საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

6.ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს.

7.დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.

7¹.დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

8.საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

9.განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

10.ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება. 2. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა. 3. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს. 4. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. 5. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. 6. ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს. 7. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. 7 1 . დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. 8. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. 9. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. 10. ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    679¹ მუხლის მე-2 პუნქტში სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებულის პოზიცია ახლა ასე აღიწერება: იგი წაყენებულ ბრალდებას არ ეწინააღმდეგება; მეორე ცვლილება ტერმინოლოგიურია.

  3. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    679¹ მუხლს დაემატა 7¹ ნაწილი, რომელიც კრძალავს ისეთ საპროცესო შეთანხმებას, რომელიც ბრალდებულს წამების გამო დევნის მოთხოვნის უფლებას ართმევს.

  4. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-8 ნაწილში ბათილად ცნობის წესი შეიცვალა პროკურორის გაფრთხილების ვალდებულებით, მე-9 ნაწილში შუამდგომლობა ეხება სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და მისი წარდგენა შეუძლია გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს, ხოლო მე-10 ნაწილში დაწესდა მამხილებელი ბრალდებულისთვის შეთანხმების შინაარსის სრული ხელმისაწვდომობა.

  5. პირველ ნაწილში შეთანხმების საფუძვლებად დასახელდა გარიგება ბრალზე და შეთანხმება სასჯელზე; მე-2 და მე-3 ნაწილები თითოეულ მათგანს ახლებურად აწესრიგებს, ხოლო ახალი მე-11 ნაწილი ადგენს გაფრთხილებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის წესს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე

იურისტი (PhDc), მედიატორი, ტრენერი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
635367¹21217390312856679²27¹9209212210679¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…