1.საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
2.საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ:
ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;
ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;
ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები:
ე.ა) დაცვის უფლება;
ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;
ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე;
ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;
ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში;
ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
2¹.საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია უშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
3.მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება.
4.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.2. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ:ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები:ე.ა) დაცვის უფლება;ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე;ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში;ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.21. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია უშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.3. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება.4. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში.საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
20 მარ. 1998 – 23 მარ. 2004მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
679³ მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც სასამართლოს აკისრებს ბრალდებულის უშუალო გამოკითხვას წამების არარსებობაზე და ბრალდებულისთვის საჩივრის უფლების განმარტებას.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
მე-2 პუნქტში „ვ“ ქვეპუნქტის ტერმინი „დანაპირები“ შეიცვალა „დაპირებით“, „ზ“ ქვეპუნქტი გავრცელდა განსასჯელზე და დაემატა „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები, რომლებიც სასამართლოს ავალდებულებს შეამოწმოს შეთანხმების წერილობითი ფორმით ასახვა და საქმის მასალების გაცნობა; ახალი მე-4 პუნქტი ითხოვს განხილვის სიტყვასიტყვით ოქმს.
679³ მუხლის მე-3 პუნქტში ობიექტად „შეთანხმების პირობების“ ნაცვლად დასახელებულია პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული „შეთანხმება“.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კონსტიტუცი…საერთაშორისო კერძო სამ…არბიტრაჟის შესახებ