Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 680

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 680. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
თემები:გატაცება და თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819202122

1.1999 წლის 15 მაისისათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს, ა გრეთვე ძებნილ ბრალდებულებზე მათი დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებს უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საპროცესო კანონი.

2.(ამოღებულია).

3.ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.

4.1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია).

7.საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

8.საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას. სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები, შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.

9.2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა.

10.საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

11.2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.

12.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

13.საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ ჩაითვალოს ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად.

14.2005 წლის 3 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოებში განსახილველად შესული სისხლის სამართლის საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 2005 წლის 3 მაისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებას შესაბამის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.

15.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა და მსაჯულთა მიერ 2005 წლის 3 მაისამდე და მას შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ამ კოდექსის 546-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.

16.ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

17.2007 წლის 1 იანვრიდან რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

18.საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, დაასრულებს ამ საქმის განხილვას კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით და საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

19.საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

20.ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.

21.ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილ საჩივრებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ამ მუხლის მე-20 ნაწილის ამოქმედების შემდეგ ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეებიდან ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

22.2009 წლის 1 სექტემბრამდე საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე გირაოს სახით შეტანილი, აგრეთვე ამ კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფულადი თანხები გადაირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით მათი დანიშნულებისამებრ მიმართვის მიზნით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228 საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153 საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135 საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №498 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.147 საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1648 -  სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.221 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №94 · ძალაშია 1 სექ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 სექ. 1999 – 10 ნოე. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 ნოე. 2010
  2. 1 სექ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    680 მუხლს დაემატა 2² ნაწილი, რომელიც 2009 წლის 1 სექტემბრამდე დეპოზიტზე შეტანილი გირაოსა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადარიცხვას ადგენს.

  3. 26 იან. 2007· გამოქვეყნდა 12 იან. 2007
  4. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    680 მუხლის მე-20 პუნქტში საჩივრების შეტანის ზღვრული თარიღი 2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, ხოლო ერთპიროვნული სააპელაციო განხილვა შესაძლებლობად ჩამოყალიბდა („შესაძლებელია ... განიხილოს“).

  5. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    680 მუხლში მე-5 და მე-6 ნაწილი ამოღებულია, ხოლო დაემატა მე-14 (აფხაზეთის სასამართლოების საქმეების გადაგზავნა და გასაჩივრება) და მე-15 (საკასაციო გასაჩივრება) ნაწილი.

  6. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    680-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია; აფხაზეთის სასამართლოთა განსჯადობის შესახებ მითითება მუხლში აღარ არის.

  7. 19 დეკ. 2005

    680 მუხლს დაემატა მე-20 და 21-ე ნაწილები, რომლებიც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების საქმეებზე სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნულ განხილვასა და დაწყებული წარმოების გაგრძელებას არეგულირებს.

  8. 1 ნოე. 2005· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    680-ე მუხლს დაემატა 16–19 გარდამავალი ნაწილები სააპელაციო უფლებამოსილების, კოლეგიური შემადგენლობის, მიმდინარე საქმეებისა და 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრების შესახებ.

  9. 11 ივლ. 2005

    680-ე მუხლს დაემატა მე-13 ნაწილი, რომლითაც პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება გათანაბრდა 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებასთან.

  10. 15 მაი. 2005· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    680-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის სასამართლოთა განსჯადობა და საგამოძიებო ქვემდებარეობა კანონით განისაზღვრება; მე-6 პუნქტში ვადა 1999 წლის 15 დეკემბრიდან 2000 წლის 15 თებერვალზე გადავიდა.

  11. 14 დეკ. 2001

    680-ე მუხლის მე-6 ნაწილში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ამ კატეგორიის საქმეების განხილვის ვადა 2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიწია.

  12. 31 მარ. 2001

    680-ე მუხლს დაემატა გარდამავალი წესი, რომლის მიხედვით ასეთი საჩივრები განიხილება სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.

  13. 28 თებ. 2001

    680-ე მუხლს დაემატა მე-12 ნაწილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას აძლევს უფლებამოსილებას განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობით და ადგენს მათი უშუალოდ ამ პალატაში შეტანის წესს.

  14. 30 დეკ. 2000

    680-ე მუხლის მე-6 ნაწილში გარდამავალი ვადა 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, ხოლო უზენაესი სასამართლოს კოლეგიის განსჯადობის წრეს დაემატა 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.

  15. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

    680-ე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებში გარდამავალი წესის თარიღი „2000 წლის 1 ივლისი“ შეიცვალა „2000 წლის 1 ივნისით“.

  16. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    680 მუხლს დაემატა მე-11 პუნქტი, რომელიც 2000 წლის 1 ივლისამდე საზედამხედველო პალატაში 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეტანილი საჩივრების განხილვას დადგენილი წესით ითვალისწინებს.

  17. 14 თებ. 2000

    680-ე მუხლის მე-6 ნაწილში უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმეთა განხილვის ვადა 2000 წლის 15 თებერვლიდან 1 ივნისამდე გადაიწია.

  18. 21 სექ. 1999

    680 მუხლის მე-8 ნაწილს დაემატა წესი, რომლის მიხედვითაც 1999 წლის 15 მაისამდე შესული დაუმთავრებელი საზედამხედველო საჩივრები განსახილველად გადაეცემა უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას.

  19. 1 ივნ. 1999

    680-ე მუხლში 5-9 ნაწილები გადანომრილია 4-8-ად, ხოლო დაემატა მე-9 და მე-10 ნაწილი 1999 წლის 15 მაისამდე შესული და დაწყებული საქმეების განსჯადობის გარდამავალი წესით.

  20. 14 მაი. 1999

    680 მუხლის მე-9 პუნქტში კანონპროექტის შემუშავების დავალება შეიცვალა გარდამავალი ნორმით ამოქმედებამდე შეტანილი საზედამხედველო პროტესტების შესახებ: ისინი აღარ განიხილება, ხოლო საქმეთა გადასინჯვა დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

  21. 1 აგვ. 1998· გამოქვეყნდა 30 ივლ. 1998

    მე-4 პუნქტში კანონიერი ძალის შენარჩუნების წესი გავრცელდა ძებნილ ბრალდებულებზე დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებზეც. მე-9 პუნქტის ბოლოს დაემატა 1998 წლის 26 ივნისის №1506 კანონის მითითება.

  22. 30 ივლ. 1998

    680-ე მუხლის მე-4 ნაწილში ორივე თარიღი — წარმოებაში არსებული საქმეების განმსაზღვრელი და გადასინჯვისას მოქმედი საპროცესო კანონის თარიღი — 1998 წლის 1 აგვისტოდან 1999 წლის 20 იანვარზე გადავიდა. დაემატა №1531 კანონის წყაროს მითითება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 679⁹შემდეგი მუხლი 680¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადევნება (მუხლი 151¹) - ადვოკატი საქართველოში9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 22 ცვლილება · ბოლო 10 ნოე. 2010
  • 30 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 329ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
  • 333კოდექსის ამოქმედება
  • 332გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 414კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • 415კოდექსის ამოქმედება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 218კოდექსის ამოქმედებასათან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 23კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 26კანონის ამოქმედება

ადვოკატთა შესახებ

  • 45ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული და მისაღები ნორმატიული აქტები

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 3ამნისტიის მოქმედების წესი

ამნისტიის შესახებ

  • 4

ამნისტიის შესახებ

  • 14

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4521841441542326332933333214680
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…იურიდიული დახმარების შ…ადვოკატთა შესახებამნისტიისა და არადეკლა…