1.არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ:
ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;
ზ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
ზ
1
) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ ისინი არ დათანხმდებიან, მისცენ ჩვენება;
თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;
ი) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას;
კ) ჟურნალისტი – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
2.მოწმედ არ შეიძლება დაკითხონ პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.
3.გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:
ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი, რომლის საქმიანობა გასაიდუმლოებულია, და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197
საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის კანონი №5072 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.247
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1463 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.97
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ:ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;გ) ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;დ) ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;ე) სასულიერო პირი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;ვ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ახლო ნათესავი – თუ იგი არ დათანხმდება მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ;ზ) სახალხო დამცველი – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;ზ1) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ ისინი არ დათანხმდებიან, მისცენ ჩვენება;თ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამომრჩევლებმა;ი) მოსამართლე – იმ გარემოების შესახებ, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას;კ) ჟურნალისტი – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.2. მოწმედ არ შეიძლება დაკითხონ პირი, რომელსაც მცირეწლოვნობის, ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.3. გამომძიებელს, სასამართლოს (მოსამართლეს) უფლება აქვთ მოტივირებული დადგენილებით (განჩინებით) მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლონ:ა) ექიმი, მედიცინის და, მეანი, ფარმაცევტი, სხვა სამედიცინო მუშაკი, თუ მათ პროფესიულად ევალებათ საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი, რომლის საქმიანობა გასაიდუმლოებულია, და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის კანონი №5072 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.247საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1463 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.97
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №97 · ძალაშია 4 იან. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
10 იან. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
95-ე მუხლის პირველ ნაწილში, სახალხო დამცველის შემდეგ, დაემატა „ზ¹“ ქვეპუნქტი, რომელიც მოწმედ დაკითხვის აკრძალვას ავრცელებს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებზე, მათი თანხმობის გარდა.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
95-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს მხოლოდ დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელს; სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების პირის წარმომადგენელი ამოღებულია.
95-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი გასაიდუმლოებული საქმიანობის მქონე კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირის შესახებ, რომელსაც მოწმედ ვერ გამოიძახებენ და ვერ დაკითხავენ.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
95-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ახლა მსჯავრდებულის ახლო ნათესავსაც მოიცავს.
· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2006
95-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოწმედ დაუკითხავ პირთა წრეს დაემატა ტრეფიკინგის მსხვერპლი მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, ხოლო აღქმის, დამახსოვრებისა და აღდგენის ჩამონათვალში „და“ შეიცვალა „ან“-ით.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
95-ე მუხლის პირველ ნაწილში მოწმედ დაკითხვისგან დაცული პირების წრე ახლა ფორმულირებულია როგორც მათი მოწმედ გამოძახებისა და დაკითხვის აკრძალვა, ხოლო მე-2 ნაწილში ფსიქიკური ნაკლი შეიცვალა ფსიქიკური დაავადებით.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
95-ე მუხლში მოწმედ დაკითხვის ვალდებულებისგან განთავისუფლებულთა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა და მას ჟურნალისტი დაემატა, მცირეწლოვნისა და ნაკლის მქონე პირის დაკითხვის აკრძალვა გადავიდა მე-2 პუნქტში, ხოლო მე-2 პუნქტიდან „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.
95-ე მუხლში მოწმედ დაკითხვის აკრძალვის ჩამონათვალი გაფართოვდა და თითოეულ კატეგორიას დაუკავშირდა კონკრეტული გარემოება; გათავისუფლების უფლება ახლა გამომძიებელსაც აქვს, მოტივირებული დადგენილებით, და ჩამონათვალში ნოტარიუსი დაემატა.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…