1.არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი.
2.გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი დაერთვის ოქმს. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.
3.თუ გემის კაპიტანი ხელს არ აწერს ოქმს, მასში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი.2. გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი დაერთვის ოქმს. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.3. თუ გემის კაპიტანი ხელს არ აწერს ოქმს, მასში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №19 · ძალაშია 15 აპრ. 2011-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2000ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
37-ე მუხლში გემის შემოწმების ან დაკავების ოქმის ხელმომწერი და კაპიტნის შენიშვნის ადრესატი სასაზღვრო პოლიციის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოა.
37-ე მუხლის მე-2 პუნქტში შესწორდა სიტყვა „შენიშვნა“ და სიტყვა „თანდართულ“ შეიცვალა „დართულ“-ით; კაპიტნის უფლება, გააკეთოს შენიშვნა ოქმში ან მისთვის დართულ დოკუმენტზე, უცვლელია.
37-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში დეპარტამენტის სრული სახელწოდება შემოკლდა; მე-2 პუნქტში ასევე შეიცვალა სიტყვა „შენიშვნა“ ბეჭდური შეცდომით დაწერილი ფორმით.