Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 22

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 22. მუნიციპალური ნარჩენების დამუშავების მოთხოვნები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025
თემები:ნარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა ნარჩენების დამუშავების მომსახურება და ობიექტები იმგვარად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ოპერირება, რომ შემცირდეს ბუნებრივი რესურსების მოხმარება და დაცული იყოს ნარჩენების მართვის იერარქია, როგორც ეს ნარჩენების მართვის კოდექსის მე–4 მუხლითაა განსაზღვრული.

2.ნარჩენების მართვის იერარქიის გამოყენებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიიღოს საჭირო ზომები და  წაახალისოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და  ეკონომიური  ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტიანია ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების,  შემცირების ან რეციკლირების თვალსაზრისით.

3.ნარჩენების დამუშავების  პროცესის განსაზღვრის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი ფაქტორებით: ა) დამუშავების ტექნიკისა და  სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი მდგრადი ეფექტიანობა; ბ) გამოვლენილი სანდოობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამუშავების ხანგრძლივი ეფექტიანობა; გ) დიზაინის მოქნილობა ნარჩენების მახასიათებლების (კომპოზიციის, სიმკვრივის და ა. შ.) ცვლილებისადმი, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს რეციკლირებადი და აღდგენადი მასალების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივ შემოღებას; დ) ტექნიკური სიმარტივე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი ოპერაციების მდგრადი შედეგების მიღწევას მინიმალური ტექნიკური  ცოდნითა და ხარჯით.

4.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამუშავების ყველა მეთოდი შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5.ნარჩენების მართვის იერარქიასთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზომები, რათა წაახალისოს: ა) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მათი შემდგომი კომპოსტირებისა და დაშლის მიზნით; ბ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების დამუშავება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებით; გ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენებისგან წარმოებული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო მასალების გამოყენება.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების მართვის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ნარჩენების მართვის ნებართვასერვისის გვერდი
  • რეციკლირების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • სამრეწველო ნარჩენების მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნარჩენების მართვის… 4მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 16მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება
  • 13მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
  • 7ნარჩენების

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი
  • 33ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 32მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ინტერესების გათვალისწინება

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

  • 4სურსათის ნარჩენების მართვის იერარქია

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 7ნარჩენებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 3რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები

წიაღის შესახებ

  • 44სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 13ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების პრინციპები, მარეგულირებელი ნორმები და წესები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 5საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის  შესახებ დასკვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74434334161373432135422
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სივრცის და…სურსათის დანაკარგებისა…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025