Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 13

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 13. ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების პრინციპები, მარეგულირებელი ნორმები და წესები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების წარმოების წესი, ბიომასის ბიოსაწვავად ან სხვა ენერგოპროდუქტად გარდაქმნის პროცესთან დაკავშირებული წარმოების წესი, აგრეთვე ამ წარმოებასთან​ დაკავშირებული გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების ინფრასტრუქტურის ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების პროცედურების განმსაზღვრელი ნებისმიერი წესი უნდა იყოს აუცილებელი და ამ აუცილებლობის პროპორციული.

2.ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების, აგრეთვე სივრცითი დაგეგმარების პროცედურების განხორციელებისთვის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა და კოორდინირებული ქმედებების განხორციელება, მათ შორის, დაგეგმვისა და მშენებლობის შესახებ განაცხადების განსაზღვრის გამჭვირვალე განრიგის არსებობა; ბ) განახლებადი ენერგიის დანადგარების ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების შესახებ განაცხადების დამუშავების თაობაზე ამომწურავი ინფორმაციის არსებობა, აგრეთვე განმცხადებლებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა (ხელმისაწვდომობა) შესაბამის დონეზე; გ) ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესება და მათი განხორციელების დაჩქარება ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე; დ) ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების მარეგულირებელი წესების ობიექტურობა, გამჭვირვალობა და პროპორციულობა, ამ წესებით განმცხადებლების მიმართ არადისკრიმინაციული დამოკიდებულების უზრუნველყოფა და განახლებადი ენერგიის თითოეული ტექნოლოგიის თავისებურების სრულად გათვალისწინება; ე) მომხმარებლების, დამპროექტებლების, არქიტექტორების, მშენებლების, აღჭურვილობისა და სისტემის მემონტაჟეებისა და მიმწოდებლების მიერ გადახდილი ადმინისტრაციული მოსაკრებლის გამჭვირვალობა და ამ მოსაკრებლის მათ მიერ გაწეულ ხარჯებთან შესაბამისობა; ვ) მცირე პროექტებისა და დეცენტრალიზებული მოწყობილობებისთვის, რომლებიც ენერგიას განახლებადი წყაროებიდან აწარმოებს, გამარტივებული და ნაკლებად დამამძიმებელი პროცედურების დადგენა, რომლებიც პროცესის მარტივი შეტყობინების საფუძველზე განხორციელებას მოიცავს. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობით.

3.საქართველოს მთავრობა შესაბამის მხარდაჭერის სქემაში განსაზღვრავს იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განახლებადი ენერგიის აღჭურვილობა და სისტემები მხარდაჭერის სქემით სარგებლობისათვის. ეს ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს განახლებადი ენერგიის ანალოგიური აღჭურვილობისა და სისტემებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებზე ნაკლები.

4.საქართველოს მთავრობა რეკომენდაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს, რომ სამრეწველო და საცხოვრებელი ტერიტორიების დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და განახლების დროს აღჭურვილობისა და სისტემების დამონტაჟება განხორციელდეს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების და ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების გამოსაყენებლად.

5.საქართველოს მთავრობამ უნდა წაახალისოს ავტონომიური რესპუბლიკებისა  და მუნიციპალიტეტების ორგანოები, რათა მათ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობა და გაგრილება გაითვალისწინონ დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას.

6.საქართველოს მთავრობა კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით სათანადო მარეგულირებელი ნორმების დანერგვას სამშენებლო სექტორში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ყველა სახის ენერგიის წილის გაზრდის მიზნით.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განსაზღვრისას ან რეგიონული მხარდაჭერის სქემების შემუშავებისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდასთან, კოგენერაციასა და პასიური, დაბალი ან ნულოვანი ენერგეტიკული ხარჯის მქონე შენობებთან დაკავშირებით დადგენილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებები.

8.საქართველოს მთავრობა კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ მშენებლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე გათვალისწინებულ იქნეს ახალ შენობებში, აგრეთვე არსებულ შენობებში, რომლებიც საფუძვლიან რეკონსტრუქციას საჭიროებს, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მინიმალური დონის გამოყენების ვალდებულება. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს აღნიშნული მინიმალური დონის გამოყენების ვალდებულების შესრულებას, მათ შორის, ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების სისტემებში განახლებადი  წყაროების მნიშვნელოვანი წილის გამოყენებით.

9.ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა თავდაცვის ძალებზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნის შესრულება არ ეწინააღმდეგება თავდაცვის ძალების საქმიანობის ხასიათსა და პირველად მიზანს, გარდა იმ მასალებთან დაკავშირებული მოთხოვნისა, რომლებიც მხოლოდ სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება.

10.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ საჯარო დანიშნულების ახალ შენობებში, აგრეთვე არსებულ შენობებში, რომლებიც საფუძვლიან რეკონსტრუქციას საჭიროებს, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე უზრუნველყოფილ იქნეს ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა 2022 წლის 1 იანვრიდან.

11.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა თითქმის ნულოვანი ენერგეტიკული ხარჯის მქონე შენობებისთვის განკუთვნილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილებით ან იმის უზრუნველყოფით, რომ მესამე მხარემ საჯარო ან შერეული ტიპის, კერძო-საჯარო შენობების სახურავები იმ დანადგარებისთვის გამოიყენოს, რომლებიც ენერგიას განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებს.

12.საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს მშენებლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების სისტემებისა და მოწყობილობების გამოყენების ვალდებულების გათვალისწინებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ენერგეტიკული ან ეკოლოგიური ეტიკეტები ან სხვა სათანადო სერტიფიკატები ან სტანდარტები, როგორც ასეთი სისტემებისა და მოწყობილობების ხელშეწყობის საფუძველი.

13.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ბიომასის შემთხვევაში ხელს შეუწყობს მისი გადამუშავების ტექნოლოგიებს, რომელთა მეშვეობითაც მიღწეული იქნება გადამუშავების სულ მცირე 85%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელი საყოფაცხოვრებო ან კომერციული მიზნით გამოყენებისას და სულ მცირე 70%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელი სამრეწველო მიზნით გამოყენებისას.

14.სამინისტრო უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც თბური ტუმბოების შემთხვევაში ხელს შეუწყობს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც აკმაყოფილებს თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია ეკოლოგიური ეტიკეტირების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, კერძოდ, ელექტრო-, გაზისა და გაზის აბსორბციული თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების ეკოლოგიურ კრიტერიუმებს.

15.სამინისტრო უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მზის თერმული ენერგიის შემთხვევაში ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებული მოწყობილობებისა და სისტემების გამოყენებას, მათ შორის, ეკოლოგიურ ეტიკეტირებას, ენერგეტიკულ ეტიკეტირებას და სხვა სტანდარტულ ტექნიკურ სისტემებს, რომლებსაც ევროპული სტანდარტიზაციის ორგანოები დაადგენენ.

16.ამ მუხლის მიზნებისთვის სისტემებისა და მოწყობილობების კონვერსიის ეფექტიანობის, აგრეთვე შემავალი და გამომავალი მაჩვენებლების კოეფიციენტის შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების პროცედურები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − საერთაშორისო პროცედურები (თუ ასეთი პროცედურები არსებობს). საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7023 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Study1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2020-07-15 · №1

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-07-28
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 15განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატები
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი
  • 14საინფორმაციო უზრუნველყოფა და ტრენინგები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 32ელექტროენერგიის წარმოების პირობები
  • 5ენერგეტიკული საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები
  • 37ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 12ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 34იძულებითი ღონისძიებები
  • 4ტერმინთა განმარტება

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 11ადმინისტრაციული წარმოება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 66სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6611157143253731234413
მნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…რადიაციული დაცვის, ბირ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020