სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 35. სახელმწიფო გარანტიის გაცემის პროცედურა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო გარანტიის მისაღებად ეკონომიკურ აგენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებულია: ა) ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი; ბ) მომსახურე საფინანსო დაწესებულებაში ანგარიშსწორების ანგარიშისა და ანგარიშის ნომერი; გ) კრედიტის თანხა, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია და კრედიტის გაცემის პირობები; დ) ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს კრედიტის მიზანს, გასათვალისწინებელ ხარჯებს, მოქმედების პერიოდს, სავარაუდო სარგებელსა და შესაძლო რისკს; ე) კრედიტის გამცემი საკრედიტო დაწესებულების დასახელება, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია; ვ) თარიღი, როდესაც სესხის ამღებმა ითხოვა სესხზე სახელმწიფო გარანტია.

2.ეკონომიკურმა აგენტმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები და ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს: ა) ბოლო ორი წლის სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო ბალანსს (აუდიტორული დასკვნით); ბ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის დავალიანების შესახებ ბიუჯეტის, საფინანსო და სხვა დაწესებულების მიმართ; გ) საინვესტიციო პროექტების საბუთების ასლებს; დ) მოგების პროგნოზირებას და მის განაწილებას საგარანტიო პერიოდში; ე) ეკონომიკურ აგენტსა და საფინანსო დაწესებულებას შორის საკრედიტო ხელშეკრულების პროექტს; ვ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის აქტივების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაგირავდეს და გამოყენებულ იქნეს დავალიანების დასაფარავად; ზ) ინფორმაციას გადაუხდელ ვალებზე, კრედიტორების ვინაობისა და მისამართების, აგრეთვე ვალების გადახდის მდგომარეობის მითითებით.

3.კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიები არ მიეცემათ: ა) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აღებული აქვთ და არ დაუბრუნებიათ (ვადაში ან ვადის გადაცილებით) ნებისმიერი სხვა კრედიტი; ბ) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ საგადასახადო დავალიანება; გ) ახლად რესტრუქტურირებულ საწარმოებს (საგადასახადო და სხვა დავალიანებებთან დაკავშირებით).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 8 აპრ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
384043232161250301318587035
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …საჯარო შესყიდვების შეს…კონკურენციის შესახებსახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა