საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 61. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით სესხის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება.

2.სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია: ა) საბანკო გარანტია, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), რომლითაც პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; გ) საკუთარი ან მესამე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან/და იპოთეკით დატვირთვა.

3.სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ირჩევს სესხის გამცემი.

4.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობის შემთხვევაში სესხის გამცემი უფლებამოსილია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად გამოიყენოს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

5.სესხის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომლის თანახმადაც სესხის მიმღებს სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით სესხის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. 2. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია: ა) საბანკო გარანტია, რომლითაც სესხის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტიის გამცემი ბანკი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), რომლითაც პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია კისრულობს წერილობით ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ფულადი თანხა სესხის მიმღების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად; გ) საკუთარი ან მესამე პირის ქონების სესხის გამცემის სასარგებლოდ დაგირავება ან/და იპოთეკით დატვირთვა. 3. სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ირჩევს სესხის გამცემი. 4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობის შემთხვევაში სესხის გამცემი უფლებამოსილია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დასაფარავად გამოიყენოს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. 5. სესხის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, რომლის თანახმადაც სესხის მიმღებს სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91¹⁰57870416802436324825030587061
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა