საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 3. ინსტრუქციები, ბრძანებები და მითითებები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით ამტკიცებს ინსტრუქციებს. ინსტრუქციის დებულებას, რომელიც არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს, სამართლებრივი ძალა არა აქვს.

1¹.ამ კოდექსის ცალკეული თავებისა და მუხლების გამოყენების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს. ასეთი ინსტრუქციების ან მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წინასწარ, გამოცემამდე არანაკლებ 1 თვით ადრე ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულებისას ხელმძღვანელობენ ამ ბრძანებებით, შიდა ინსტრუქციებითა და მეთოდური მითითებებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №2072აპ2007-12-0618სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

    საკასაციო პალატამ საგადასახადო მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა ორივე მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა. დანაშაულის აღიარებისა და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ერთ მსჯავრდებულს განესაზღვრა ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა და იგი სასჯელმოხდილად ჩაითვალა. მეორე მსჯავრდებულს განესაზღვრა ერთი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა; ორივეს შეუნარჩუნდა სამი წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

  • №3კ-746-022002-09-0412სამოქალაქო
    საკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა მოვალის გადახდისუუნარობა გახდეს მორიგებით დასრულებული საქმის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლების საფუძველი?

    დ. შ-ამ მოითხოვა მორიგებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის გადახდისუუნარობა მორიგების შესრულებას საეჭვოს ხდიდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის მოვალის გადახდისუნარიანობა, არ წარმოადგენს საქმის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლების საფუძველს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სათანადო მხარისა და ვალის გადაკისრების კანონიერების შესახებ არგუმენტები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ ამართლებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით ამტკიცებს ინსტრუქციებს. ინსტრუქციის დებულებას, რომელიც არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს, სამართლებრივი ძალა არა აქვს. 1 1 . ამ კოდექსის ცალკეული თავებისა და მუხლების გამოყენების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს. ასეთი ინსტრუქციების ან მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წინასწარ, გამოცემამდე არანაკლებ 1 თვით ადრე ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულებისას ხელმძღვანელობენ ამ ბრძანებებით, შიდა ინსტრუქციებითა და მეთოდური მითითებებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008
  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    დაემატა 1¹ ნაწილი, რომელიც ინსტრუქციების პროექტების გამოცემამდე არანაკლებ 1 თვით ადრე გამოქვეყნებას ადგენს.

  4. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-2 პუნქტში საგადასახადო კანონმდებლობის აღსასრულებელი აქტების გამცემი თანამდებობის პირი ახლა შემოსავლების სამსახურის უფროსია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1³98141527¹246¹2561 (და…annex…15 (დ…293
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…შემოსავლების სამსახური…საჯარო სამართლის იურიდ…შეზღუდული შესაძლებლობი…