საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 102. გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის მოთხოვნა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე, უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან ან მისი წარმომადგენლისაგან სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა. ამასთანავე, ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა ხდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის წერილობითი ბრძანების გარეშე.

2.სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის მოტივირებული წერილობითი მოთხოვნით, სადაც კონკრეტულად უნდა მიეთითოს წარსადგენი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩამონათვალი და მათი წარდგენის გონივრული ვადა (ასლების დამოწმებას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი). საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე, უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან ან მისი წარმომადგენლისაგან სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა. ამასთანავე, ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა ხდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის წერილობითი ბრძანების გარეშე. 2. სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის მოტივირებული წერილობითი მოთხოვნით, სადაც კონკრეტულად უნდა მიეთითოს წარსადგენი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩამონათვალი და მათი წარდგენის გონივრული ვადა (ასლების დამოწმებას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი). საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    102-ე მუხლის პირველ ნაწილში ბრძანების გამცემის აღნიშვნა „უფროსის/მოადგილის“ სახით ჩამოყალიბდა და დაემატა წესი, რომ მე-15 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაკვირვების საგადასახადო კონტროლისთვის დოკუმენტაცია წერილობითი ბრძანების გარეშე წარდგება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21²²21⁴⁹14⁷11218²7038655 (და…10 (დ…17 (დ…13102
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საბაჟო კოდ…