საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 112. კამერალური საგადასახადო შემოწმება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კამერალური საგადასახადო შემოწმება, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, ადგენს საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო დეკლარაციების, ცნობების, დასკვნების, გაანგარიშებების, საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2.კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ატარებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.

3.კამერალური საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ამ კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მოითხოვოს გადასახადის გადამხდელისაგან ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა.

4.თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეცდომები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს გადასახადის გადამხდელს, რომელმაც ამ დოკუმენტებში უნდა შეიტანოს შესაბამისი შესწორებები.

5.თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას), მაშინ კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს და აწერს ხელს მასზე. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე.

6.კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის დარიცხული თანხის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება „საგადასახადო მოთხოვნა“ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, ადგენს საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო დეკლარაციების, ცნობების, დასკვნების, გაანგარიშებების, საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2. კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ატარებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე. 3. კამერალური საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ამ კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მოითხოვოს გადასახადის გადამხდელისაგან ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა. 4. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეცდომები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს გადასახადის გადამხდელს, რომელმაც ამ დოკუმენტებში უნდა შეიტანოს შესაბამისი შესწორებები. 5. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას), მაშინ კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს და აწერს ხელს მასზე. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე. 6. კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის დარიცხული თანხის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება „საგადასახადო მოთხოვნა“ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21⁴⁹21⁶⁵10218²2634926842 (დ…43 (დ…11¹ (…18 (დ…17 (დ…1896112
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …