საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 192². ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 191- ე და 192- ე მუხლებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადით . აღნიშნულის თაობაზე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან . ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე .

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს არჩეული ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადით , რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5- წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ .

3.ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამავე კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით , მაგრამ აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი . საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 191- ე და 192- ე მუხლებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადით . აღნიშნულის თაობაზე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან . ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე . 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს არჩეული ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადით , რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5- წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ . 3. ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამავე კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით , მაგრამ აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი . საქართველოს 2008 წლის  15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2004 – 5 აგვ. 2008 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    დაემატა 192² მუხლი, რომელიც აძლევს პირს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის 10-წლიანით შეცვლის უფლებას, ადგენს 11-წლიან ხანდაზმულობას და ზარალის დაფარვის შემდეგ 5-წლიან ვადაზე დაბრუნების წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
369372363⁵²101569910081925122412174792192²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საზღვაო კოდექსიპროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…