საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 121. ზარალის გადატანა

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის (გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივისა) რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

2.საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ამასთანავე, თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

3.მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

4.იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.

5.(ამოღებულია - 28.06,2019, №4906) . საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5120 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის (გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივისა) რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება. 2. საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ამასთანავე, თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება. 3. მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. 4. იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე. 5. (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) . საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5120 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №150 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2016 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    121-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულია: აღარ არსებობს ნორმა გადაუტანლობის შესახებ, რომელიც ეხებოდა ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში წარმოშობილ გადამეტებას.

  3. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    121-ე მუხლის პირველ პუნქტში ზარალის კომპენსაცია აქტივის (ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივის გარდა) იმავე სახის აქტივის რეალიზაციის ნამეტით ხდება, ხოლო 5 წლამდე გადატანა ამოღებულია და ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

  4. 121-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულს და სტატუსით სარგებლობის პერიოდის მითითება ამოღებულია.

  5. 121-ე მუხლში თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდი („გ“) ამოღებულია და მის ნაცვლად „დ“ ქვეპუნქტი ეხება სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3838¹50¹309¹⁷100298737165³12214314910233121
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…სახელმწიფო კომპენსაციი…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…კონკურენციის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა