საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 228. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ: ა ) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია , მათ შორის , ხელახალი რეგისტრაციისას დღგ - ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილულ საქონლის არსებულ ნაშთზე ; ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე; გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა; დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი პირობის დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ: ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად; ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა.

3.დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

4.კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

5.დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, როცა გადასახდელი დღგ-ის თანხა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტობრივად ნაჩვენებ თანხას, ნამეტი თანხა განიხილება როგორც იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა ემატება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას.

6.ამ მუხლის მიხედვით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევაში, როცა ანგარიშ-ფაქტურაში ან დეკლარაციაში ნაჩვენები თანხა აღემატება გადასახდელ დღგ-ს, ნამეტი თანხით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა აკლდება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას.

7.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებს) უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება მოახდინონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, რასაც ახლავს ან არ ახლავს ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ: ა ) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია , მათ შორის , ხელახალი რეგისტრაციისას დღგ - ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილულ საქონლის არსებულ ნაშთზე ; ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე; გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა; დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი პირობის დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ: ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად; ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა. 3. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 4. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 5. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, როცა გადასახდელი დღგ-ის თანხა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტობრივად ნაჩვენებ თანხას, ნამეტი თანხა განიხილება როგორც იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა ემატება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას. 6. ამ მუხლის მიხედვით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევაში, როცა ანგარიშ-ფაქტურაში ან დეკლარაციაში ნაჩვენები თანხა აღემატება გადასახდელ დღგ-ს, ნამეტი თანხით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა აკლდება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებს) უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება მოახდინონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, რასაც ახლავს ან არ ახლავს ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 29 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მარ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    228-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ლიზინგის საგნის დაბრუნების შემთხვევა, ხოლო მე-7 ნაწილში ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს კორექტირების უფლება აქვთ მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე.

  2. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2007

    228-ე მუხლს დაემატა მე-7 ნაწილი, რომელიც კვალიფიციური ელექტროენერგეტიკული საწარმოებისთვის კორექტირების დროდ ადგენს მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბერს.

  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    228-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კორექტირების საფუძველს დაემატა წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის ნაშთი.

  4. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    228-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კორექტირების საფუძვლებს დაემატა ლიზინგის საგნის გამცემისთვის დაბრუნება, თუ გამოსყიდვა იყო გათვალისწინებული.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24618¹179164164¹73³ (…55 (დ…72 (დ…33¹2116717338228
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს საბიუჯეტო …