საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 26². თავისუფალი საწყობის საწარმო

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავისუფალი საწყობის საწარმო არის თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმო , რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი .

2.უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე საქართველოს საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის , ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე -3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას .

3.საწარმოს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის , როდესაც : ა ) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე ( საანგარიშო წლის მითითებით ); ბ ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალ საწყობში შეტანილ უცხოურ საქონელზე განისაზღვრა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია , გარდა საქონლის განადგურებისა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ , საქონლის გადაცემისა სახელმწიფო საკუთრებაში და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტისა ; გ) ამ საწარმომ განახორციელა სხვა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობისა.

4.თავისუფალი საწყობის საწარმო თავისუფალ საწყობში რეალიზებულ და რეექსპორტირებულ საქონელზე მიღებულ შემოსავალზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში რეექსპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად .

5.თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავისუფალი საწყობის საწარმო არის თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმო , რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი . 2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე საქართველოს საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის , ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე -3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას . 3. საწარმოს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის , როდესაც : ა ) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე ( საანგარიშო წლის მითითებით ); ბ ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალ საწყობში შეტანილ უცხოურ საქონელზე განისაზღვრა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია , გარდა საქონლის განადგურებისა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ , საქონლის გადაცემისა სახელმწიფო საკუთრებაში და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტისა ; გ) ამ საწარმომ განახორციელა სხვა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობისა. 4. თავისუფალი საწყობის საწარმო თავისუფალ საწყობში რეალიზებულ და რეექსპორტირებულ საქონელზე მიღებულ შემოსავალზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში რეექსპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად . 5. თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2008 წლის  14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 11 მარ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2004 – 1 იან. 2009 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    კოდექსს დაემატა 26² მუხლი, რომელიც აწესრიგებს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭებას, გაუქმებას და ხარჯების გამოქვითვას.

  2. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1371124¹24²95⁶86 (დ…111¹⁵…10918710526²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადასახადო დავალიანე…