საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 261. აქციზის გადახდის წესი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქციზი ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2.თუ გადასახადის გადამხდელს რომელიმე პერიოდისათვის აქვს აქციზის ვადაგადაცილებული დავალიანება, მაშინ ამ დავალიანების წარმოქმნის მომენტიდან მისი დაფარვის მომენტამდე მას ეკრძალება საქონლის მიწოდება (საწყობიდან გატანა) მასზე აქციზის გადაუხდელად. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას აქციზი გადაიხდება ოპერაციის განხორციელების მომენტში.

3.საქონლის იმპორტისას ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ექსპორტისას აქციზის გადახდევინებას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები საბაჟო გადასახადისათვის მიღებული პროცედურების შესაბამისად.

4.საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) აქციზური მარკის შეძენისას გადაიხდიან აქციზს და აქციზური მარკების ნომინალურ ღირებულებას სრული ოდენობით. ნომინალის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აქციზი ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. თუ გადასახადის გადამხდელს რომელიმე პერიოდისათვის აქვს აქციზის ვადაგადაცილებული დავალიანება, მაშინ ამ დავალიანების წარმოქმნის მომენტიდან მისი დაფარვის მომენტამდე მას ეკრძალება საქონლის მიწოდება (საწყობიდან გატანა) მასზე აქციზის გადაუხდელად. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას აქციზი გადაიხდება ოპერაციის განხორციელების მომენტში. 3. საქონლის იმპორტისას ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ექსპორტისას აქციზის გადახდევინებას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები საბაჟო გადასახადისათვის მიღებული პროცედურების შესაბამისად. 4. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) აქციზური მარკის შეძენისას გადაიხდიან აქციზს და აქციზური მარკების ნომინალურ ღირებულებას სრული ოდენობით. ნომინალის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    261 მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: აქციზი ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
200²200155²14²19019118276 (დ…86 (დ…80 (დ…6563261
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საავტომობილო გზების შე…