Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 260

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 260. აქციზის ჩათვლა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 189. აქციზის ჩათვლა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას (მათ შორის, აქციზური საქონლის ექსპორტს), უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, ექსპორტირებული) აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა. ჩათვლის ან დაბრუნების ანალოგიური წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტირებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე).

2.ნებადართულია გადახდილი აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება იმ აქციზურ საქონელზე, რომელიც გამოიყენება: ა) ნიმუშების სახით ანალიზის ჩატარების ან წარმოების პროცესში აუცილებელი შემოწმებისათვის; ბ) მეცნიერული კვლევისათვის; გ) საავადმყოფოებსა და აფთიაქებში სამედიცინო მიზნებისათვის.

3.ამ მუხლის მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება განხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას.

4.თუ აქციზური საქონლიდან (ნედლეულიდან) ერთდროულად იწარმოება სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა განხორციელდება წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.

5.პირს დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ჩათვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობით დატვირთავს იმ დასავარგებელ საქონელს (ნედლეულს), რომელზედაც უნდა მიიღოს ამ ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა/დაბრუნება, ან წარმოადგენს ამ ნაწილის შესაბამისად ჩასათვლელი/დასაბრუნებელი აქციზის ოდენობის საბანკო გარანტიას დასავარგებელი საქონლით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე. ამ ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გირავნობით დატვირთვის, საბანკო გარანტიის წარდგენისა და რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

6.მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისთვის აქციზის ჩათვლა არის დარიცხული აქციზის თანხის შემცირების უფლება, რომელიც ხორციელდება დარიცხული აქციზის თანხიდან მომსახურებაზე გადახდილი აქციზის თანხის გამოქვითვით.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული აქციზის ჩასათვლელი თანხა არის აქციზის თანხა, რომელიც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილია ან გადასახდელია მხოლოდ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის ბოლო მომხმარებელი. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას (მათ შორის, აქციზური საქონლის ექსპორტს), უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, ექსპორტირებული) აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა. ჩათვლის ან დაბრუნების ანალოგიური წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტირებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე). 2. ნებადართულია გადახდილი აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება იმ აქციზურ საქონელზე, რომელიც გამოიყენება: ა) ნიმუშების სახით ანალიზის ჩატარების ან წარმოების პროცესში აუცილებელი შემოწმებისათვის; ბ) მეცნიერული კვლევისათვის; გ) საავადმყოფოებსა და აფთიაქებში სამედიცინო მიზნებისათვის. 3. ამ მუხლის მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება განხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას. 4. თუ აქციზური საქონლიდან (ნედლეულიდან) ერთდროულად იწარმოება სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა განხორციელდება წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა. 5. პირს დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ჩათვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობით დატვირთავს იმ დასავარგებელ საქონელს (ნედლეულს), რომელზედაც უნდა მიიღოს ამ ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა/დაბრუნება, ან წარმოადგენს ამ ნაწილის შესაბამისად ჩასათვლელი/დასაბრუნებელი აქციზის ოდენობის საბანკო გარანტიას დასავარგებელი საქონლით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე. ამ ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გირავნობით დატვირთვის, საბანკო გარანტიის წარდგენისა და რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 6. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისთვის აქციზის ჩათვლა არის დარიცხული აქციზის თანხის შემცირების უფლება, რომელიც ხორციელდება დარიცხული აქციზის თანხიდან მომსახურებაზე გადახდილი აქციზის თანხის გამოქვითვით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული აქციზის ჩასათვლელი თანხა არის აქციზის თანხა, რომელიც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილია ან გადასახდელია მხოლოდ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის ბოლო მომხმარებელი. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2008 წლის  15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    260-ე მუხლს დაემატა მე-6 და მე-7 ნაწილები მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირის აქციზის ჩათვლის შესახებ.

  2. 5 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    260-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლითაც დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენისას აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება დაშვებულია მხოლოდ საქონლის გირავნობით დატვირთვის ან საბანკო გარანტიის წარდგენის პირობით; წესს ადგენს ფინანსთა მინისტრი.

  3. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    260-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩათვლა შემოიფარგლა სხვა აქციზურ საქონელზე გადახდილი აქციზით და მისგან წარმოებულ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზის ზღვრით, მე-3 ნაწილში გადაიხედა დოკუმენტები, ხოლო დაემატა მე-4 ნაწილი პროპორციული ჩათვლის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 259¹შემდეგი მუხლი 261

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 3 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 71

მიუთითებენ მასზე

მუხლი 262

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 189აქციზის ჩათვლა
  • 175დღგ-ის ჩათვლის უფლება
  • 194აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 73² (დანართი 1)ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
  • 77 (დანართი 1)აქციზის დეკლარაციის შევსება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 204საქონლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების ჩატარების მიზნით შემოტანა
  • 160რეექსპორტის გამოყენება
  • 38გარიგების ფასის მეთოდი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18¹ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 12ფასების სამართლიანი შედარება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 979უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9797126218¹18917519472 (დ…73² (…77 (დ…2041603812260
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…