Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 45⁵

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 45⁵. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ციფრული მედიაპლატფორმის შესაბამისობასარეკლამო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი ახორციელებს.

2.ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, რათა დაცული იყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი არ ახორციელებს.

3.აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია; ბ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის განთავსებისას გამოყენებული არ უნდა იყოს ქვეცნობიერზე ზეგავლენის მომხდენი ტექნიკა; გ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია: გ.ა) არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას; გ.ბ) არ უნდა შეიცავდეს ან ახდენდეს წახალისებას სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისას; გ.გ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას; გ.დ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს; დ) სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის, აგრეთვე ელექტრონული სიგარეტისა და კონტეინერების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის ყველა ფორმა აკრძალულია; ე) ალკოჰოლური სასმელების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მიმართული არ უნდა იყოს კონკრეტულად არასრულწლოვანებისკენ და მან არ უნდა წაახალისოს ასეთი სასმელების ჭარბი მოხმარება; ვ) აკრძალულია იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომლებიც რეცეპტით გაიცემა; ზ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა აყენებდეს არასრულწლოვანებს ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ ზიანს, იგი პირდაპირ არ უნდა მოუწოდებდეს არასრულწლოვანებს, შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება მათი გამოუცდელობის ან ნდობის გამოყენებით, პირდაპირ არ უნდა წაახალისოს ისინი, რომ დაარწმუნონ მშობლები ან სხვები, რათა შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება, არ უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანების განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლების, მასწავლებლების ან სხვა პირების მიმართ, არ უნდა ჩააგდოს არასრულწლოვანები სახიფათო მდგომარეობაში. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 იან. 2005 – 1 იან. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 45⁴შემდეგი მუხლი 45⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეკლამის მონიშვნის ვალდებულება და გამჭვირვალობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სოციალური მედიის პლატფორმების წესების დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტრიმინგის პლატფორმის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №85

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მაუწყებლობის შესახებ

  • 45⁴ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები არასათანადო ვიდეორგოლის, პროგრამისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
  • 45ლიცენზიის მოდიფიცირება
  • 45⁶ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 5კომერციული შეტყობინება
  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹²საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 30საგადახდო ინსტრუმენტსა და ავთენტიფიკაციის საშუალებებთან დაკავშირებული ვალდებულებები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 34ინფორმაციის გამოცხადება და განაწილების ლიცენზიატისვალდებულებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 11აუდიომონიტორინგის განხორციელება

რეკლამის შესახებ

  • 14არასრულწლოვანთა დაცვა რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს
  • 20რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლისა და გამავრცელებლის პასუხისმგებლობა

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)დისტრიბუტორის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹²142045⁴4545⁶343013 (დ…541145⁵
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებელექტრონული კომერციის …საქართველოს ადმინისტრა…საგადახდო სისტემისა და…ბუნებრივი გაზის მიწოდე…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026