ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა განახორციელოს და შეიმუშაოს შემდეგი ღონისძიებები და მექანიზმები: ა) მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების პირობებსა და წესებში; ბ) ისეთი ფუნქციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეორგოლების ამტვირთავი მომხმარებლები შეძლებენ იმის დეკლარირებას, რომ ვიდეორგოლები შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რამდენადაც მათ იციან ან უნდა იცოდნენ ამის შესახებ; გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებელმა შეატყობინოს ან მიანიშნოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს მასალის ამ კანონის დარღვევით განთავსების შესახებ, აგრეთვე აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული რეიტინგის მეშვეობით შეაფასოს ეს მასალა; დ) ისეთი ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი აუხსნის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მინიშნების შედეგებს; ე) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის ასაკის გადამოწმებისა და მშობლის კონტროლის სისტემების შექმნა ისეთ მასალასთან მიმართებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას; ვ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე, ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტიანი პროცედურების შემუშავება და ფუნქციონირება; ზ) მედიაწიგნიერების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და ამ ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
მუხლი 45⁶. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №67 · ძალაშია 18 ივლ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
18 ივლ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია
18 იან. 2005 – 18 ივლ. 2023 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

