ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 39⁷. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №75

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ამ თავის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) ავარიული შენობა-ნაგებობა – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ე.წ. „ბარაკი“, რომლის ავარიულობის ხარისხი არის V, IV ან III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია; ბ) ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული; გ) შენობა – ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; დ) ბარაკი – მარტივი კონსტრუქციის ერთსართულიანი დროებითი ნაგებობა; ე) დაინტერესებული პირები – ავარიული შენობა-ნაგებობის ყველა მესაკუთრე/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრი; ვ) საპრივატიზებო ქონება - ავარიული შენობა-ნაგებობა და ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც დამაგრებულია ავარიული შენობა-ნაგებობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32152 (და…339¹39²2 (და…2 (და…213539⁷
მნიშვნელობით ახლოსქალაქ თბილისის მუნიციპ…საჯარო რეესტრის შესახე…ბინათმესაკუთრეთა ამხან…ტერიტორიების გამოყენებ…ქ. თბილისის მუნიციპალი…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა