Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 31⁶

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 31⁶

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერში აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ; ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა; თ) ამ კანონის 27 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მითითება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.

2.კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება; ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ.

3.ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება; ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად ცნო სადავო აქტი; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ; ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

4.ამ კანონის 21 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საოქმო ჩანაწერში აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) ის საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს პლენუმს გადასცემს; ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების პლენუმისათვის გადაცემის შესახებ.

5.ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერში, რომლითაც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერება, აღინიშნება: ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა; ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი; ე) მოტივები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები; ვ) ამ კანონის ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედო საოქმო ჩანაწერს; ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების და შეჩერების ვადის შესახებ; თ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2022
  2. 10 აგვ. 2018
წინა მუხლი 31⁵შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-16 · №38

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2022-12-28
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21¹მუხლი 25მუხლი 27¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31⁵—
  • 27¹—
  • 31¹—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა
  • 86კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 222კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება
  • 115საკანონმდებლო აქტების მიღება და კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება
  • 121საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 390სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი
  • 389სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი
  • 288ოქმის შინაარსი

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 94იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39038928827¹21¹2531⁵31¹941398622211512131⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025