კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 35. კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმის ხანგრძლივობა და დასრულება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეზოლუციის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეს ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 12 თვით. რეზოლუციის რეჟიმის ვადის გაგრძელების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს მისი გაგრძელების საფუძველი. ეს გადაწყვეტილება კონფიდენციალურობის წესების დაცვით უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2.კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმი დასრულდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში; ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში; გ) კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

3.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში ამ კანონის 37 12 მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება ამ თავის შესაბამისად მიღებულ  გადაწყვეტილებაზე.

4.ეს მუხლი არ ვრცელდება დროებით ბანკზე. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242613237¹²343337¹55²55¹55⁷2261535
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიან ქაღალდებად გარდ…იპოთეკით დაცული ობლიგა…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა