Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 55¹

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 55¹. კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები

რედაქცია №66 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ციფრული ბანკინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უშუალოდ ან სპეციალური მმართველის მეშვეობით განახორციელოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის რეზოლუცია. რეზოლუციის პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს რეზოლუციის შემდეგი მიზნებით: ა) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა; ბ) ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითიგავლენის თავიდან აცილება; გ) საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა; დ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა; ე) მომხმარებელთა სახსრებისა და აქტივების დაცვა.

2.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალი ან/და კრიტერიუმები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნები თანაბარმნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი იღებს ყველა ზომას რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. რეზოლუციის მიზნების შესაბამისად, ეროვნული ბანკი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სარეზოლუციო ხარჯებისა და კრედიტორთა დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას.

4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად გამოსცეს სამართლებრივი აქტები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, კომერციული ბანკისთვის შეიმუშაოს რეზოლუციის გეგმები, ადმინისტრირება გაუწიოს სარეზოლუციო ფონდს, კომერციული ბანკის მიმართ შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი და ამ რეჟიმის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეზოლუციო უფლებამოსილებები.

5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).

6.კომერციული ბანკი და სხვა პირი ვალდებული არიან შეასრულონ რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში დადგენილი ეროვნული ბანკის ინსტრუქციები, მითითებები, მოთხოვნები და შეზღუდვები, აგრეთვე ხელი შეუწყონ ეროვნულ ბანკს რეზოლუციის მიზნების მიღწევაში. საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ეროვნულ ბანკს შესაბამის დახმარებას უწევენ.

7.ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 55²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №66

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2კომერციული ბანკები… 34კომერციული ბანკები… 32კომერციული ბანკები… 37³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 5საერთაშორისო თანამშრომლობა
  • 55⁵სარეზოლუციო ფონდი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 33რეზოლუციის გეგმა
  • 34რეზოლუციის პირობები და კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 37⁵ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 27ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4368343237³3337⁵255²555⁵2653142755¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიან ქაღალდებად გარდ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს კონსტიტუცი…დემატერიალიზებული ფასი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026