კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 33. რეზოლუციის გეგმა

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი აფასებს თითოეული კომერციული ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობას. კომერციული ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის განსაზღვრისას ეროვნული ბანკი აფასებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების ან კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობას.

2.ეროვნული ბანკი ადგენს რეზოლუციის გეგმებს იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას მიზანშეწონილია ლიკვიდაციის ნაცვლად რეზოლუციის რეჟიმის შემოღება. რეზოლუციის გეგმა უნდა მოიცავდეს შესაბამის სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას გამოიყენებს.

3.თუ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა კომერციული ბანკის რეზოლუციის განხორციელების შემაფერხებელი არსებითი გარემოებების იდენტიფიცირება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს, წარმოადგინოს გეგმა ამ გარემოებების აღმოსაფხვრელად. თუ კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი გეგმა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრას, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს ამ მიზნის მისაღწევად აძლევს კონკრეტულ მითითებებს და მათ შესასრულებლად განუსაზღვრავს შესაბამის ვადას. კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა აღნიშნული მითითებების შესასრულებლად. ეროვნული ბანკის მითითებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ზომებს: ა) კომერციული ბანკის მაქსიმალური ინდივიდუალური საერთო რისკის პოზიციების შეზღუდვას; ბ) რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას; გ) განსაზღვრული აქტივების გასხვისების მოთხოვნას; დ) კომერციული ბანკის მიმდინარე ან/და დაგეგმილი საქმიანობის/პროდუქტის შეზღუდვას ან შეწყვეტას; ე)  კომერციული ბანკის/საბანკო ჯგუფის საოპერაციო საქმიანობაში, ორგანიზაციულ სტრუქტურაში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე მფლობელობის სტრუქტურის გამარტივებას ან/და საქართველოს ტერიტორიაზე მშობელი საწარმოს ან შვილობილი საწარმოს დაფუძნებას, რეზოლუციის პროცესში კომერციული ბანკის/საბანკო ჯგუფის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად; ვ) ნებადართული კაპიტალის შესაბამისი ოდენობის მუდმივად დაცვის მოთხოვნას იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს რეზოლუციის პროცესში ახალი აქციების ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტების გამოშვება; ზ) ამ კანონის 37 10 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნების დაწესებასა და დაცვას.

4.ეროვნულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს რეზოლუციის გეგმას და საჭიროების შემთხვევაში უნდა განაახლოს იგი. რეზოლუციის გეგმა უნდა განახლდეს, თუ კომერციული ბანკის საქმიანობა ან/და ორგანიზაციული სტრუქტურა ან ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, რამაც შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს რეზოლუციის გეგმის შინაარსზე ან/და განხორციელებაზე.

5.ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფი ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან და ხელი შეუწყოს მას რეზოლუციის გეგმის შემუშავების პროცესში, რაც, მათ შორის, მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას.

6.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი ან/და გამარტივებული მოთხოვნები და წესები სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც, ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, შეიძლება სარეზოლუციო დაგეგმვასთან დაკავშირებით გამარტივებული მოთხოვნები დაუწესდეთ.

7.რეზოლუციის გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, იმოქმედოს ამ გეგმისგან განსხვავებულად. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5002 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №880 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6837¹⁰37¹¹73437¹37⁹55¹55²55⁵2618242716033
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს კონსტიტუცი…ფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა