Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებმუხლი 22

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 22. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ მიღებულია გადაწყვეტილება ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა განცალკევებულია , რეზოლუციის კომიტეტი უფლებამოსილია ამ რეჟიმის შემოღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღით , მაგრამ არაუგვიანეს შესაბამის შემთხვევაში იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისა , სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს პროგრამის ადმინისტრატორს ამ კანონის მე -20 მუხლის პირველი პუნქტითა და 21- ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების ( გარდა იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის ან / და პროცენტის დაფარვის თარიღის გადაწევისა და უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარემოთხოვნების დაკმაყოფილებისა , მათ შორის , იპოთეკის აღსრულებით ) გამოყენება . რეზოლუციის კომიტეტს / სპეციალურ მმართველს უფლება აქვს , ამ ვადის განმავლობაში განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით , ამ კანონითა და „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეზოლუციის კომიტეტს / სპეციალურ მმართველს არ აქვს უფლება , განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები განცალკევებულ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით , გარდა ამ მუხლის მე -4, მე -6 და მე -7 პუნქტებით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისა .

3.თუ რეზოლუციის კომიტეტის მიერ ერთი ან რამდენიმე სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამას ეხება , ამის თაობაზე წინასწარ , გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ეცნობოს პროგრამის ადმინისტრატორს , ხოლო თუ პროგრამის ადმინისტრატორი დანიშნული არ არის − პროგრამის კრედიტორებს . პროგრამის ადმინისტრატორი ( არსებობის შემთხვევაში ) აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პროგრამის კრედიტორებს . ამ პუნქტის საფუძველზე ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს შეიძლება ინდივიდუალურად შეტყობინების ნაცვლად საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით მიეწოდოს .

4.თუ რეზოლუციის კომიტეტი იყენებს ისეთ სარეზოლუციო ინსტრუმენტს , რომლის გამოყენების შედეგად ( ან რომლის გამოყენების მიუხედავად ) მოსალოდნელია პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება , პროგრამის კრედიტორები და პროგრამის ადმინისტრატორი ( არსებობის შემთხვევაში ) ვალდებული არიან ითმინონ ასეთი ზომები . ამ კანონის მიზნებისთვის მიიჩნევა , რომ პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად და დროულად დაკმაყოფილება : ა ) მოსალოდნელია , თუ რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი აქტივებისა და ვალდებულებების სრულად გასხვისების შესახებ ; ბ ) მოსალოდნელი არ არის , თუ რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ ან იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილობრივ გასხვისების თაობაზე .

5.რეზოლუციის კომიტეტის მიერ ისეთი სარეზოლუციო ინსტრუმენტის ( ინსტრუმენტების ) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე , რომლის ( რომელთა ) გამოყენების შედეგად არ არის მოსალოდნელი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად და დროულად დაკმაყოფილება , პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ( ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა ), კენჭი უყარონ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მოქმედების გაგრძელების , რესტრუქტურიზაციის ( მათ შორის , პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების ) ან ლიკვიდაციის შესახებ ერთ ან რამდენიმე წინადადებას ამ კანონის მე -20 მუხლის მე -6− მე -9 პუნქტების შესაბამისად . ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ და ნიშნავს პროგრამის ადმინისტრატორს .

6.ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეზოლუციის კომიტეტმა შეიძლება გამოიყენოს იმავე პუნქტით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტი ( ინსტრუმენტები ) მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ზედიზედ ორჯერ მოწვეულ პროგრამის კრედიტორთა კრებაზე პროგრამის კრედიტორები არ მოიწონებენ პროგრამის ადმინისტრატორის მიერ მათთვის შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას მაინც ან საქართველოს ეროვნული ბანკი ზედიზედ ორჯერ უარს განაცხადებს კრების მიერ მოწონებული წინადადების დამტკიცებაზე .

7.პროგრამის კრედიტორები და პროგრამის ადმინისტრატორი ( არსებობის შემთხვევაში ) ვალდებული არიან ითმინონ რეზოლუციის კომიტეტის მიერ პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენება „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში .

8.თუ ამ მუხლის პირობების დაცვით რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების შესახებ , იგი უნდა გასხვისდეს ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ კომერციულ ბანკზე და მისი გასხვისება უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 21- ე მუხლის მე -4− მე -7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს .

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-12-16

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 20პროგრამის ადმინისტრატორის უფლებები და მოვალეობები
  • 24განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა
  • 18იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹⁴რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი
  • 37¹¹რეზოლუციის სამართლებრივი გარანტიები
  • 37²გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55⁷რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი
  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 301იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 82კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება
  • 62სასამართლოს გადაწყვეტილება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
  • 96რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30137¹⁴37¹¹37²55⁷55²8262962018212422
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…კომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო