Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 6

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 6. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებაფინანსური მომსახურებაციფრული ბანკინგიკრიპტო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.

2.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

3.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი წერილობითი მიმართვის მიღებამდე ამ ლიცენზიის მაძიებელთან შესაბამისი კონსულტაციები გამართოს.

4.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას. თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გასცემს წერილობით დასტურს მისი მიღების შესახებ და მიუთითებს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადას.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. მისი განხილვის პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება და განისაზღვრება ვადა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის მაძიებლის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა არის ვადის დინების განახლების საფუძველი, ხოლო მისი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა – ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე თანხმობას, ხოლო თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებს − დასაბუთებულ უარს.

6.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გასცეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია და მიკრობანკს კონკრეტული ვადით ან უვადოდ დაუწესოს შეზღუდვები გარკვეული სახის ნებადართული საქმიანობის განხორციელებაზე.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • VASP ლიცენზიის მოპოვება (ეროვნული ბანკი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნეობანკის ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 9მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
  • 18მიკრობანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა
  • 10მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება
  • 10²კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა
  • 8საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 20ლიცენზიის სახეები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9²დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა
  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა
  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242010²99²9⁴410²85918106
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …ფასიანი ქაღალდების ბაზ…ლიცენზიებისა და ნებართ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026