კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37¹. კომერციული ბანკის კონტროლი რეზოლუციის რეჟიმში

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება ეროვნულ ბანკზე გადადის. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის ორგანოებს დააკისროს გარკვეული ქმედებების განხორციელების ვალდებულება ამ კანონის შესაბამისად. ბათილია კომერციული ბანკის მიერ, სპეციალური მმართველის მიერ ან კომერციული ბანკის სახელით რეზოლუციის რეჟიმში მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განხორციელებული ყველა ქმედება, თუ ისინი მიღებული/განხორციელებული არ არის ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2.რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე ეროვნულ ბანკს შეუზღუდავად უნდა მიუწვდებოდეს ხელი კომერციული ბანკის  აქტივებზე, საბუღალტრო ანგარიშებსა და ჩანაწერებზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომა, მათ შორის, ნებისმიერ პირს გაუუქმოს ან შეუზღუდოს კომერციული ბანკის სახელით მოქმედების უფლებამოსილება.

3.რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე დაუშვებელია კომერციული ბანკის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 იან. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 23 მარ. 1996 – 14 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68343337⁷55²55¹55³91126182737¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…იპოთეკით დაცული ობლიგა…საგადახდო სისტემისა და…ფასიან ქაღალდებად გარდ…მიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა