კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 34. რეზოლუციის პირობები და კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე მუხლის  „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ეროვნული ბანკი დროისა და სხვა, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით აფასებს, რამდენად არსებობს კერძო სექტორის მიერ ან/და ადრეული ინტერვენციის ზომის ან/და საზედამხედველო ზომების გამოყენების საშუალებით ამ პუნქტით გათვალისწინებული რეზოლუციის საფუძვლების  გონივრულ ვადაში სრულად აღმოფხვრის შესაძლებლობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოისმინოს კომერციული ბანკის წინადადებები რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების აღმოფხვრის შესახებ, თუ, ყველა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს საფრთხეს არ შეუქმნის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას.

3.ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 30-ე და 30 1 მუხლებით გათვალისწინებული ადრეული ინტერვენციის ზომის ან/და საზედამხედველო ზომების გამოყენება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არის.

4.ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან რეზოლუციის რეჟიმი შემოღებულად ჩაითვლება. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომერციულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან შესაბამისი ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებულად ჩაითვლება. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6306 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20433030¹7237³3337¹3555¹55²16²262234
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა