Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 37⁷

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37⁷. კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენზე (გარდა დროებითი ბანკისა) სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები.

2.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტი რამდენჯერმე გამოიყენოს, აგრეთვე შემძენის თანხმობით, თავის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში გამოითხოვოს შემძენზე გასხვისებული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები და დაუბრუნოს ისინი რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს.

3.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა გადაეცემა ამ კომერციული ბანკის აქციონერებს ან რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მას შემდეგ, რაც ანაზღაურდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სარეზოლუციო ფონდის ხარჯები (ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში).

4.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა/პროცედურებისა. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების შემძენი არის ამ კომერციული ბანკის აქციონერი, ხოლო რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენი − რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის უფლებამონაცვლე თითოეულ გასხვისებულ აქტივთან და ვალდებულებასთან მიმართებით. თუ შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემებში მონაწილეობისთვის ან საფონდო ბირჟაზე დაშვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი აღნიშნულ სისტემებში/საფონდო ბირჟაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა.

5.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებსა და კრედიტორებს, აგრეთვე სხვა მესამე პირებს, რომელთა აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები არ გასხვისებულა, არ აქვთ უფლებები გასხვისებული აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების მიმართ.

6.შემძენი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო პროცესში მისგან მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო თანხმობა. შემძენისთვის დეპოზიტების გადაცემის შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს მოქმედი საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

7.თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკის კაპიტალში შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი ამ კანონის 8 1 მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადს განიხილავს გამარტივებული პროცედურით, ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა. თუ რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება და ეროვნული ბანკის  მიერ შეფასების განხორციელებამდე შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან/და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს. აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენს მოსთხოვოს აქციების გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

8.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარიმართოს და ამ პროცესის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი გასხვისების ფასის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაზრდა და ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. ეს არ გამორიცხავს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, ერთი პირისთვის შეთავაზებით გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები, თუ სხვაგვარად შეიძლება შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის ეფექტიანობა და საფრთხე შეექმნას რეზოლუციის მიზნების მიღწევას.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას შეიძლება გადავადდეს ან დაცული არ იქნეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები.

10.კომერციული ბანკის აქციები უნდა გასხვისდეს მისი აქციონერების  წილობრივი მონაწილეობის პროპორციულად. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 37⁶შემდეგი მუხლი 37⁸

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37¹⁴მუხლი 37¹მუხლი 37⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37⁹კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით
  • 37⁵ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები
  • 37⁴რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 55¹კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები
  • 32კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები, სარეზოლუციო ფონდი ეროვნულ ბანკში

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 21იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება
  • 3კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 42სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8¹37¹⁴37¹37⁸37⁹37⁵37⁴55²55¹3242262131437⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…დემატერიალიზებული ფასი…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026