Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 10¹

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 10¹. ფასიანი ქაღალდების ფორმა. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:დეცენტრალიზებული ფინანსებიფასიანი ქაღალდების რეგულაციასაბანკო სასამართლო დავებიWeb3 dApp დეველოპმენტიტოკენ შეთავაზებებიბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ერთი და იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია საქართველოში გამოშვებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) რეგისტრირებული ფორმით, ფასიანი ქაღალდების რეესტრის მეშვეობით; ბ) დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში; გ) კანონით განსაზღვრული სხვა ფორმით.

2.ერთი და იმავე კლასის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დემატერიალიზებული გახდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვით.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესი, აგრეთვე განსაზღვროს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შეზღუდვები და მოთხოვნები რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ფლობის მიმართ. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ნომინალური მფლობელი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან ამ წესების მიხედვით იმოქმედონ.

4.თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს  წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს წინა ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

5.თუ ემიტენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების რეესტრს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოებს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა გადასცეს ემიტენტს, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ცენტრალურ დეპოზიტარს.

6.ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი.

7.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. მუხლი 11. პერიოდული ანგარიშები და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები 1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში.

2.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის ანგარიში.

3.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისთვის. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.

4.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში მზადდება და მისი აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც ემიტენტი გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს და უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ფინანსური წლის დამთავრებიდან 4 თვისა.

6.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვისთვის (30 ივნისის მდგომარეობით). იგი უნდა შეიცავდეს: ა) ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.

7.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიშის მომზადების, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

8.საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე წარედგინება და ქვეყნდება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს და გამოაქვეყნოს თავისი ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მისი ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა.

9.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

10.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ და გამოქვეყნებულ ანგარიშში/დოკუმენტში ასახვის/ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ანგარიშის/დოკუმენტის შესწორება.

11.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ანგარიშში/დოკუმენტში აისახოს/ჩართულ იქნეს უკვე გამოქვეყნებული ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ანგარიშში/დოკუმენტში ასახული/ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, დოკუმენტის გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად ხელმისაწვდომი ინფორმაცია  უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.

12.ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის.

13.ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4792 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №813 - ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. მუხლი 11 1 . ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა შემოსავლების შესახებ 1. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასისა და სხვა შემოსავლების შესახებ.

2.ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება.

3.ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებული არ არის, მის აქციონერს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია შეტანილია ანგარიშვალდებული საწარმოს ბოლო წლიურ ანგარიშში ან ნახევარი წლის ანგარიშში, რომელიც აქციონერებისთვის ხელმისაწვდომია. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4792 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №813 - ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფასიანი ქაღალდების სამართალწარმოება8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება (მუხლი 212)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DeFi პროტოკოლის სამართლებრივი აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • STO შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 10საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვა. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი
  • 40ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და ნომინალური მფლობელის მოვალეობები
  • 19გარიგებანი ფასიანი ქაღალდებით

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 14სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 5ფლობის რეჟიმი
  • 4დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 32¹უფლებები ფასიან ქაღალდებზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 928ცნება
  • 929¹დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹5 . რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიანი ქაღალდები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
104019928929¹1437¹32¹5225410¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…სახელმწიფო ვალის შესახ…დემატერიალიზებული ფასი…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026