1.წიაღის შესწავლის სამუშაოები, წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წიაღის უბნების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, ექვემდებარება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში აღრიცხვას.
2.წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი აწარმოებს წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს.
3.წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავდროულად, წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღის შესახებ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს.
4.წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმის შედგენის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №548 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წიაღის შესწავლის სამუშაოები, წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წიაღის უბნების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, ექვემდებარება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში აღრიცხვას.2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი აწარმოებს წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს.3. წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავდროულად, წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღის შესახებ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს.4. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმის შედგენის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №548 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №20 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
23-ე მუხლის მე-4 პუნქტში დებულებების დამტკიცების უფლებამოსილება სამინისტროსა და დეპარტამენტს ჩამოერთვა და მის ნაცვლად მინისტრი ამტკიცებს პროექტების, ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესს.
· გამოქვეყნდა 21 მარ. 2002
23-ე მუხლში გამოიყო მე-3 პუნქტი და ახალ მე-4 პუნქტში გაიმიჯნა კომპეტენცია: ანგარიშგების წესის დებულებას ამტკიცებს სამინისტრო, ფონდის დებულებას — დეპარტამენტი.