1.წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომლის მიზანია:
ა) წიაღით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
გ) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება;
დ) წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის, უცხოელების, აუცილებელი გარანტიებით უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა.
2.საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებენ სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
3.საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება წიაღით სარგებლობის აღრიცხვის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომლის მიზანია:ა) წიაღით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;ბ) ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;გ) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება;დ) წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის, უცხოელების, აუცილებელი გარანტიებით უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა.2. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებენ სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.3. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება წიაღით სარგებლობის აღრიცხვის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
21-ე მუხლის მე-2 პუნქტში მართვის სუბიექტებად ახლა დასახელებულია სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებები; მე-3 პუნქტიდან ამოღებულია სახელმწიფო პროგრამის მითითება, პირველ პუნქტს კი დაემატა „საქართველოში“.
21-ე მუხლის პირველ პუნქტში წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სისტემის მიზნები ჩამოყალიბდა ა)–დ) ქვეპუნქტებად და ანტიმონოპოლიური პოლიტიკა შეიცვალა კონკურენციის პოლიტიკით.
· გამოქვეყნდა 21 მარ. 2002
21-ე მუხლის მე-2 პუნქტში სამინისტროს განესაზღვრა სტატუსი — მარეგულირებელი და მაკოორდინირებელი დარგობრივი ორგანო.