წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 33. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 მ 3 -ზე მეტი მოცულობის წყლის აღება; ბ) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება.

2.წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სამინისტრო, ხოლო საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე − შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო ორგანო.

3.წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

4.წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი და პირობები დგინდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

5.აღრიცხვას ასევე ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილები ტექნიკური რეგლამენტის − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2026 წლის  24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. თავი IX წყალდიდობის რისკის მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან · იცვლება 1 სექ. 2027-დან

1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 მ 3 -ზე მეტი მოცულობის წყლის აღება; ბ) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება. 2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებსსამინისტრო. 3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით. 4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი და პირობები დგინდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. აღრიცხვას ასევე ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილები ტექნიკური რეგლამენტის − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი IX წყალდიდობის რისკის მართვა

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    33-ე მუხლის მე-2 პუნქტით სამინისტროსთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე აღრიცხვას აწარმოებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო ორგანო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61¹23917848292413171433
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…სასმელი წყლის მიწოდები…წიაღის შესახებწყალმომხმარებელთა ორგა…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა