Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 38

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 38

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ნორმატიული აქტების შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56

1.საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს .

2.საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან შვიდი დღის ვადაში.

3.თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მეხუთე დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4.საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი , საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება და საქართველოს მთავრობის დადგენილება უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან ( მიღებიდან ) 7 დღის ვადაში , საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი – ხელმოწერიდან ( მიღებიდან ) მე -2 დღეს , ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი – ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში . საქართველოს ნორმატიული აქტები ( გარდა საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს პარლამენტის , საქართველოს მთავრობის , საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა ) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის ) ორგანოთა ( თანამდებობის პირთა ) ნორმატიული აქტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე .

4¹.საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, გარდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არ გააჩნიათ იურიდიული ძალა საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებამდე.

5.საქართველოს ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისა–აგრეთვე “საქართველოს პარლამენტის უწყებებში”. ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე არ შეიძლება მისი გამოქვეყნება სხვა რომელიმე ბეჭდვით ორგანოში.

6.ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და გადაუგზავნოს მას გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1906 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.22 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №48, 30.11.2005წ., მუხ.316

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 7 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 13 დეკ. 2005· გამოქვეყნდა 29 ნოე. 2005

    38-ე მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომლის მიხედვით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების შემდეგ, მე-4 პუნქტის გამონაკლისების გარდა.

  2. 15 ივლ. 2004

    38-ე მუხლის პირველ პუნქტში გადაცემის ვადა 5 დღიდან 7 დღემდე შეიცვალა, ხოლო მე-4 პუნქტში სახელმწიფო მინისტრის ბრძანება მთავრობის დადგენილებით ჩანაცვლდა და მთავრობის აქტები გამონაკლისთა ჩამონათვალში დაემატა.

  3. 22 იან. 2003

    38-ე მუხლის მე-4 პუნქტში ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა აქტები აღარ არის 7-დღიანი ვადის ჩამონათვალში და მათზე პირდაპირ ვრცელდება რეესტრში შეტანამდე გამოქვეყნების აკრძალვა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტის ვადა ხელმოწერიდან (მიღებიდან) მე-2 დღეა.

  4. 7 ნოე. 2001

    38-ე მუხლის იმ წინადადებაში, რომელიც რეესტრში შეტანამდე გამოქვეყნებას კრძალავს, გამონაკლისთა ჩამონათვალს დაემატა საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები.

  5. 6 ივლ. 1999

    38-ე მუხლის მე-4 პუნქტში კომისიის ნორმატიული აქტისთვის დადგინდა გამოქვეყნება ხელმოწერიდან მე-2 დღეს, ხოლო რეესტრში შეტანამდე გამოქვეყნების აკრძალვის გამონაკლისებს კომისიის აქტიც დაემატა.

  6. 9 ივნ. 1999

    38-ე მუხლის მე-4 პუნქტში ხელმოწერიდან (მიღებიდან) 7 დღის ვადაში გამოსაქვეყნებელ აქტებს დაემატა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტი; დანარჩენი ცვლილებები წინადადების ახლებურ გრამატიკულ ფორმულირებას ეხება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 22 ოქტ. 2009 · №49

  • 6 ცვლილება · ბოლო 29 ნოე. 2005
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 14 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 54

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს კონსტიტუცია

  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 10საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები
  • 27ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 23ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 117პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემა
  • 118საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
  • 115საკანონმდებლო აქტების მიღება და კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 83მიღებული კანონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა , ხელმოწერა და გამოქვეყნება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 7³
  • 6

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 23¹ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 10აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7³6465410272323¹108311711811538
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…საქართველოს კონსტიტუცი…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …