საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 109. საავიაციო შემთხვევები, ინციდენტები და მათი სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელსაც პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ: ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას: ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად; ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად; ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად. შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო უბილეთო მგზავრმა, რომელიც იმალებოდა მგზავრებისა და ეკიპაჟისათვის ხელმისაწვდომი ზონის გარეთ; ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან მისი კონსტრუქცია ირღვევა, რის შედეგადაც: ბ.ა) ირღვევა კონსტრუქციის სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები; ბ.ბ) აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, გარდა ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით); გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.

2.ინციდენტი არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა (საავიაციო შემთხვევის გარდა), რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე.

3.სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას, და რომელიც მოხდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.

4.საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტზე ხორციელდება სამსახურებრივი მოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

5.საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 6 აგვ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 109-ე მუხლში საავიაციო შემთხვევის განმარტებაში შეიცვალა უბილეთო მგზავრის გამონაკლისი, ხომალდის დაზიანების კრიტერიუმები და რემონტის სახე, დაემატა ძრავასა და სხვა ნაწილების უმნიშვნელო დაზიანებათა გამონაკლისი. მე-3 პუნქტში სერიოზული ინციდენტი დაკავშირებულია პილოტირებადი და უპილოტო ხომალდის ფრენის კონკრეტულ მონაკვეთებთან.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
227³4015¹30899917398³5821³6 (და…17109
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…ტრანსპორტის სფეროს მარ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა