საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 110. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას მათთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ – მოკვლევის ბიურო).

1¹.მოკვლევის ბიურო დამოუკიდებელია საფრენად ვარგისობისათვის, სერტიფიცირებისათვის, საფრენოსნო ექსპლუატაციისათვის, ტექნიკური მომსახურებისათვის, ლიცენზირებისათვის, საჰაერო მოძრაობის კონტროლისა და აეროდრომის ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი ნებისმიერი უწყებისგან და ნებისმიერი სხვა პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ამოცანებს ან/და ზემოქმედებას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

1².მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) მოკვლევის ჩატარებისას დამოუკიდებელია, არ ხელმძღვანელობს არცერთი უწყების ან/და სხვა პირის მითითებით და აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაუბრკოლებლად ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ავიასაწარმოების ობიექტებზე დაშვებით/წვდომით/კონტროლით საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას, სადაც მოხდა საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი ანდა განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნაწილები/თვითჩამწერები, მტკიცებულებები, დოკუმენტები, მათ შორის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) ასევე უფლებამოსილია საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის თვითმხილველებს ჩამოართვას ახსნა-განმარტება, შესაბამისი ორგანოებისგან მოითხოვოს მის მოკვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1³.მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისათვის, რათა ეს ინფორმაცია არ გამჟღავნდეს სხვა მიზნით, გარდა საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის მიზნისა. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

3.საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის (მათ შორის, სერიოზული ინციდენტის) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომისია.

4.ექსპერიმენტულ ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებს შესაბამისი საუწყებო კომისია.

5.ისეთი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების ინტერესებს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.

6.უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოკვლევის უფლება შეიძლება ურთიერთშეთანხმებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცეს დაინტერესებულ სახელმწიფოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას.

7.სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოხდენისას შეტყობინება ეგზავნება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ, მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით დანიშნონ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

8.სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოხდენისთანავე შეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ ამ საჰაერო ხომალდის მაქსიმალური მასა 2 250 კილოგრამს აღემატება ან ეს საჰაერო ხომალდი ტურბორეაქტიულია. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3001 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ოქტ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  3. 110-ე მუხლის მე-5 ნაწილში საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის უფლებამოსილება პრეზიდენტისგან მთავრობას გადაეცა.

  4. 110-ე მუხლის მე-2 პუნქტში სააგენტოს სპეციალური კომისიის მიერ ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევა შეიცვალა ექსპლუატანტის ან/და ავიასაწარმოს მიერ მოკვლევით იმ ინციდენტებზე, რომლებშიც საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მაღალი ალბათობა არ იკვეთება; მოთხოვნისას ანგარიში სააგენტოსა და სამინისტროს წარედგინება.

  5. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  6. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    110-ე მუხლში მოკვლევის წესების დამტკიცება, სპეციალური კომისია და მოკვლევის უფლების გადაცემის გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ნაცვლად სააგენტოს მიეკუთვნება; მე-6 პუნქტში დაემატა „შე“.

  7. 110-ე მუხლში მოკვლევის წესებს ამტკიცებს ადმინისტრაცია, მიზეზების მოკვლევას ახორციელებს ადმინისტრაციის სპეციალური კომისია, ხოლო მოკვლევის უფლების გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია.

  8. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    110-ე მუხლში მოკვლევას სპეციალური კომისია წარმართავს და წესებს თავად კომისია ამტკიცებს; მე-2 და მე-6 პუნქტებში დეპარტამენტი კომისიით შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61¹5¹721327²1121138¹87508110
მნიშვნელობით ახლოსტრანსპორტის სფეროს მარ…საზღვაო კოდექსისაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა